„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

access_time2020-04-07 16:45:20

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა.


როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულება 30-მდე საწარმოში გადამოწმდა.


„გუშინ დავიწყეთ ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების მონიტორინგი სამუშაო ადგილებზე. ინსპექტირება განხორციელდა ორი მიმართულებით, ერთი ნაწილია ის კომპანიები, რომლებმაც სამუშაოს აღდგენის ნებართვის მისაღებად მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, შევამოწმეთ 20-მდე კომპანია, რომელთაგან 6-ს არ დაუკმაყოფილდა განაცხადი, შესაბამისად, არ მიენიჭებათ საქმიანობის გაგრძელების უფლება. რაც შეეხება იმ კომპანიებს, რომელთაც მთავრობის დადგენილების შესაბამისად აქვთ საქმიანობის უფლება, 15 კომპანია გადამოწმდა და ყველა სრულად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს“,-აღნიშნა ბექა ფერაძემ.


მისივე განცხადებით, კომპანიები მოწმდებიან, თუ რამდენადაა პერსონალი უზრუნველყოფილი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, ხდება თუ არა რეკომენდაციების დაცვა ტრანსპორტირების დროს და ტემპერატურული სკრინინგი.


ცნობისთვის, 6 აპრილიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით საწარმოების შემოწმების პროცესი დაიწყო. მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განსაზღვრულია გამონაკლისი ეკონომიკური საქმიანობები, რომელიც ნებადართულია. ამასთან, კომპანიებს შეუძლიათ საგანგებო მდგომარეობისას საქმიანობის სპეციალური ნებართვის მისაღებად ეკონომიკის სამინისტროს მიმართონ და შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმიანობა გააგრძელონ.


წყარო: ipn.ge





აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

აჭარაში 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო
access_time2020-05-31 21:25:00
აჭარაში ახალი, 70-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. ციხისძირში დეველოპერული კომპანია...

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს

6 779 განაცხადი 4 თვეში - რას ედავება მომხმარებელი კომერციულ ბანკებს
access_time2020-05-31 20:00:50
2020 წლის 4 თვეში საქართველოს ეროვნ ბანკში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 6 779 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 200%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარების. 2019 წლის 4 თვეში ეროვნულ ბანკში შესული საჩივრების ოდენობა 2 262-ს...

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება
access_time2020-05-31 19:00:30
არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ იმაზე, თუ რას შეცვლის COVID-19 ჩვენს ცხოვრებაში და შეკითხვაში, რომელსაც მუდმივად განუსაზღვრელ მომავალში ვსვამთ და პასუხებში, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს: „შესაძლოა“, „ალბათ“, „სავარაუდოდ“… გამოგვრჩა ის, რომ ჩვენი ყოველდღიურობა უკვე ტრანსფორმირდა: მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, ბიზნესსაქმიანობა გაციფრულდა და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაცია მოუწია როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებელს. დღეს, მინდა, მოგიყვეთ 3 ქართულ...


მსგავსი სიახლეები

up