20 მარტს, Xiaomi-ის მეორე ბრენდშოპი ისთ ფოინთში გაიხსნება.
Xiaomi-ში სმარტფონების გარდა თქვენ დაგხვდებათ ეკო ტრანსპორტი, როგორიც არის"სკუტერი", ასევე ჭკვიანი საყოფაცხოვრებო და საოჯახო ტექნიკა, რომელიც რეალურად ამარტივებს ცხოვრებას: 4k ტელევიზორი, ჭკვიანი ჩაიდანი, კიდევ უფრო ჭკვიანი რობოტი მტვერსასრუტი, ძიძა-კამერა, თქვენ წარმოიდგინეთ ღვინის ბოთლის ელექტროგამხსნელიც კი და სხვა უამრავი ჭკვიანი გაჯეტი.
რაც მთავარია ოფიციალური 1 წლიანი შეცვლის გარანტიით.
Xiaomi მსოფლიოში სმარტფონების მესამე უდიდესი მწარმოებელია (პირველ ორ ადგილს Apple და Samsung იკავებენ). იგი აწარმოებს და ყიდის სმარტფონებს, მობილურ აპლიკაციებსა და სამომხმარებლო ელექტრონიკას. პირველი სმარტფონი მან 2011 წლის აგვისტოში გამოუშვა შემდეგ კი, ბრენდმა კონტინენტური ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და თავისი საქმიანობა სამომხმარებლო ელექტრონიკის სფეროშიც განავრცო.
(R)