კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2012 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.2013 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2083-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/6.7773 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 6.7941-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/482.9400 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 482.8300-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და მხოლოდ მცირედით გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.7046 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.7045-ის ნიშნულზე იყო.