20 ლარიდან 320 ლარამდე - ნახტომი მინიმალურ ხელფასში?!

20 ლარიდან 320 ლარამდე - ნახტომი მინიმალურ ხელფასში?!

access_time2019-11-01 21:50:13

დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ს, შესაძლოა, ხელფასი გაეზარდოს. ცვლილებების ინიციატორი პროფკავშირების გაერთიანებაა. დღეს, მინიმალური ხელფასი 20 ლარია, ცვლილების მიღების შემთხვევაში კი 320 ლარს მიაღწევს. ახლა მთავარი კითხვაა, რა ნეგატიური შედეგი ექნება, რამდენად გაზრდის ეს ბიზნესის ხარჯს და რა გზებს გამოიძებნება წნეხის შესამსუბუქებლად - იქნება ეს საშუალო ხელფასის კლება, პროდუქციის ფასის ზრდა, თუ შავი ბუღალტერია.

 

მინიმალური ხელფასი საქართველოში, შესაძლოა, თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვროს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა პროფკავშირების გაერთიანებამ შეიტანა.

 

დღეის მდგომარეობით, საქართველოში, კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი 20 ლარია, კანონპროექტის მიხედვით კი, თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრება, რაც საშუალო ხელფასის 30%-ს შეადგენს და საერთაშორისო პრაქტიკაა.

 

„ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად გადაიხედება. კანონის მიღება გავლენას მოახდენს 130 000 დასაქმებულზე, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ზე, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლებია. კანონპროექტის რეგისტრაციის შემდეგ საჭირო იქნება 30 000 ხელმოწერის შეგროვება და პარლამენტში წარდგენა,“ -აღნიშნულია პროფკავშირების ინფორმაციაში.

 

იურისტ აკაკი ჩარგეიშვილის აზრით, შრომის მინიმალური ანაზღაურების ზღვარის დადგენა არის ის ლოგიკა და შედეგი, რომლისკენაც ნელ-ნელა უნდა წავიდეთ, თუკი ნამდვილად გვინდა ევროპული ოჯახის წევრობა.

 

შრომითი საკითხების რეგულირება ნამდვილად არის ის საკითხი, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში უნდა მიჰყვეს. დღეს აშკარაა, რომ დასაქმებულთა უფლებების შელახვა ხდება მრავალი კუთხით და ამას ცხადყოფს პროფკავშირების აქტივობაც. ამ ყველაფრის ფონზე, შრომის კოდექსის აღსრულების ზედამხედველობა, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია.

 


მიმაჩნია, რომ დასაქმებულისათვის შრომის მინიმალური ანაზღაურების ზღვარის დადგენა არის ის შედეგი, რომლისკენაც ნელ-ნელა უნდა წავიდეთ, თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა ევროპული ოჯახის წევრობა. მათ შორისაა ღირსეული ანაზღაურებაც, მაგრამ, ალბათ, სადავო უნდა იყოს საათობრივი სჯობს თუ სახელფასო მინიმუმით დადგენილი მინიმუმი.

 

ცხადია, საქართველოში შრომის ბაზარი განუვითარებელია და ინვესტიციების გარდა, საკანონმდებლო ბაზამაც უნდა შეუწყოს მის განვითარებას ხელი. მოგეხსენებათ, ზღვარგადასული თავისუფლების რეჟიმშია ბევრი ბიზნესი და რეგულაციების მიღმაა დარჩენილი არაერთი საწარმო.

 

ჩვენ მივეჩვიეთ ასე ცხოვრებას და დასაქმებულის უფლებების შელახვას, სანამ სავალალო პრობლემების წინაშე არ აღმოვჩნდებით ხოლმე. ამიტომ ფორსმაჟორის გარეშე უნდა მიიღებოდეს მსგავსი ინიციატივები, - აცხადებს რეზონანსთან ჩარგეიშვილი.

 

მინიმალური ხელფასის იდეა კატეგორიულად მიუღებელია სპეციალისტების საკმაოდ დიდი ჯგუფისათვის. ეკონომიკის დოქტორი, ირაკლი მაკალათიას თქმით, ინიციატივა კერძო ბიზნესის გარდა, უარყოფითად აისახება თავად იმ ადამიანებზე, რომლებსაც ხელფასი გაეზრდებათ.

 

,,სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ციფრი სახელდება ხოლმე, თუ რამდენი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი და არასოდეს, კვლევაზე და რამე რეალურ ანალიზზე არ არის დაფუძნებული. სოციალურ ქსელშიც ბევრჯერ მიკითხავს მსგავსი ინიციატივის ავტორებისათვის, კონკრეტული მეთოდოლოგიის შესახებ, თუმცა პასუხი არ მაღირსეს. ამიტომ ეს პროპაგანდას უფრო ჰგავს, ვიდრე კონკრეტულ გეგმას.

 

ცვლილება, რომელიც თითქოს გათვლილია დაბალშემოსავლიანი ფენის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, პირიქით, სწორედ ამ მოწყვლად ფენას დაარტყამს, ხოლო მდიდრებს არც კი შეეხება.

 

მინიმალური ხელფასის ზრდით, წარმოებას გაეზრდება ხარჯები, შესაბამისად ისინი წავლენ ასეთ ნაბიჯებზე, რომ ან დასაქმებულებს შეამცირებენ, ან მაღალი ხელფასის მქონეებს შეუკვეცავენ ჯამაგირს, ან მიადგებიან იმ სცენარს, რაც თურქეთში გათამაშდა. როგორც კი მინიმალური ხელფასი განისაზღვრა საკმაოდ მაღალი ნიშნულით, წარმოებამ პროდუქცია გააძვირა და გამოვიდა, რომ მსყიდველუნარიანობა შემცირდა და ხელფასი გაიზარდა მხოლოდ ნომინალურად. რეალურად კი მოსახლეობისათვის არაფერი შეცვლილა.

 

არგუმენტი თითქოს ის არის, რომ ამას დიდი კომპანიები გაუძლებენ. სინამდვილეში, ისინი არც ერთ შემთხვევაში არ იზარალებენ და ან ზემოთ აღნიშნულ გზებს მიმართავენ ან შავი ბუღალტერიის რისკი გაიზრდება. ყველაზე მეტად ისევ მცირე და საშუალო ბიზნესს იზარალებს. გამოდის, მათ გავწირავთ ყველაზე მეტად. ცალსახად მსგავსი ინიციატივა მიუღებელია”, - ამბობს მაკალათია ,,რეზონანსთან”.

 

ეკონომიკის დოქტორი ასევე დასძენს, რომ ყველა მსგავსი რეგულაციის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გამართლება არასწორია, მით უფრო, რომ დოკუმენტი უფრო მეტად სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს.

Resonancedaily.com





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-30 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ   „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი....

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება
access_time2020-10-30 19:00:31
გერმანიაში ინდექსი DAX —  გერმანული ეკონომიკის ბარომეტრი - უკვე 4%-ით, საფრანგეთს ძირითადი საბირჟო ინდექსი CAC- 40 კი 3,3%- ით შემცირდა და ამა წლის მარტ-აპრილის დონეს მიუახლოვდა.   საფონდო ინდექსების ვარდნა მთელს ევროპაში მიმდინარეობს.   რა არის ეს? შეშინებული ტრეიდერების გადაჭარბებული რეაქცია? ესეც, ოღონდ არა მხოლოდ ეს. საქმე იმაშია, რომ საფონდო ბაზარმა დაინახა ის, რასაც მოსახლეობა ჯერ ვერ ამჩნევს - ევროზონა პანდემიის მეორე...

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-30 18:30:32
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

ბილ გეითსის 10 გამაოგნებელი წინასწარმეტყველება, რომელთა ნახევარი ახდა

ბილ გეითსის 10 გამაოგნებელი წინასწარმეტყველება, რომელთა ნახევარი ახდა
access_time2020-10-30 20:00:47
65-წლის ბილ გეითსი მთელს მსოფლიოში არა მხოლოდ როგორც მილიარდერი, არამედ როგორც წინასწარმეტყველია ცნობილი. მისი პროგნოზების ნაწილი უკვე რეალობად იქცა, ნაწილი კი, სავარაუდოდ, მომავალში ახდება.   გეითსის ახდენილი პროგნოზების სია ასე გამოიყურება:   კაცობრიობას საშიშ ვირუსი შეხვდება   „თუ კი რამეს უახლოეს ათწლეულში ათობით მილიონი ადამიანის განადგურება შეეძლება- სავარაუდოდ, ეს განსაკუთრებით საშიში ვირუსი იქნება. მიკრობი და არა...

„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!

„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!
access_time2020-10-30 15:55:36
ბადაგონის კიდევ ერთი დიდი წარმატება! „ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინოა, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Glass of Bubbly - Golden Trophy მიიღო! ამ დიდი წარმატების პარალელურად, ბადაგონის ცქრიალა ღვინოები „მაესტრო როზე და მაესტრო ნახევრად ტკბილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. „Glass of Bubbly - შამპანურისა და ცქრიალა ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ლონდონში ყოველწლიურად იმართება. გამარჯვებულებს კი ცნობილი ენოლოგების, სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისაგან...


მსგავსი სიახლეები

up