20 ივნისიდან უფლისციხისა და ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორებს უმასპინძლებს

20 ივნისიდან უფლისციხისა და ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორებს უმასპინძლებს

access_time2020-06-18 20:43:58

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი მოინახულეს და ტურისტული ობიექტის გახსნამდე, ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.


20 ივნისიდან ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შეემატება. ერთ-ერთი პირველი ვიზიტორებს უფლისციხე და ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი მიიღებს.


ტურისტული ნაკადების გაზრდის სტიმულირებისთვის მუზეუმ-ნაკრძალებში მომსახურების სატარიფო განაკვეთები შეიცვალა და მომდევნო 3 თვის განმავლობაში ვიზიტორთათვის მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ბილეთის ფასი განახევრდება.


„საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. დღეს ჩვენ შიდა ქართლში დავათვალიერეთ ძალიან მიმზიდველი ტურისტული ლოკაციები, რომლებიც უკვე მზად არიან საქართველოს მოქალაქეთა მისაღებად. მოვინახულეთ სხვადასხვა ტურისტულად მიმზიდველი ადგილები, მათ შორის სხვილოს ციხე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ძალიან მალე გახდება საერთაშორისოდ აღიარებული ტურისტული მარშრუტი. რაც შეეხება უფლისციხეს, მუზეუმი სრულად ადაპტირებულია covid-19-ის რეგულაციებთან მიმართებით. მუზეუმი 20 ივნისიდან ყველა სტანდარტის დაცვით შიდა მოგზაურებს უმასპინძლებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფრთხილად, ეტაპობრივად ავამოქმედოთ შიდა ტურიზმი, რომ პირველ რგიში ვუზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობა. მოვუწოდებ ყველას იმოგზაურეთ საქართველოში და რა თქმა უნდა ეწვიეთ შიდა ქართლს“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ის ობიექტები მოინახულეს, სადაც 2021 წლიდან საერთაშორისო მოგზაურებსა და საქართველოს მოქალაქეებს ახალი შემეცნებითი გასართობი სივრცეები ექნებათ ხელმისაწვდომი.


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს აქტიური ძალისხმევით, მომდევნო წლიდან ქვეყნის ტურისტულ მარშრუტებს ახალი მიმართულებებიც შეემატება. ახლო მომავალში სრული დატვირთვით ამოქმედდება გრაკლიანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც თანამედროვე მულტიმედიური ექსპოზიციით იქნება აღჭურვილი. ტურისტულ მარშრუტებს შეემატება რესტავრირებული და ორიგინალური ატრაქციებით განახლებული სხვილოს ციხეც. ობიექტებზე სარეაბილიტაციო და სამუზეუმო მოწყობის სამუშაოების დასრულება წელს იგეგმება.






20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up