ეროვნული ბანკის მიერ 20 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.78 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8203 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.39%-ით გაუფასურდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8125 იყო.
თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.59 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.67%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 17.5792-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 416.5 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.06%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 416.0000-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 17:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6967 ნიშნულზე იყო.