20%-იანი სესხის პირობებში, შეუძლებელია ბიზნესმა მოგება ნახოს-ევროპული ბიზნეს ასოციაცია

20%-იანი სესხის პირობებში, შეუძლებელია ბიზნესმა მოგება ნახოს-ევროპული ბიზნეს ასოციაცია

access_time2020-06-04 13:00:01

„ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში საჭიროა ეკონომიკური რეფორმების გააქტიურება.როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისას აცხადებს, პარლამენტიც და მთავრობაც ამ მიმართულებით მუშაობენ, თუმცა ეს საკმარისი არ არის.


„კარგი მმართველობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს დიდი პრობლემაა ბიუროკრატია და ინვესტორები ხედავენ ამას. როდესაც იწყებ ბიზნესს და ხედავ დაბალ დონეს მუნიციპალიტეტებში, როდესაც უბრალოდ სამშენებლო ნებართვას ვერ იღებ – ეს არ არის კარგი მუშაობა,“ – აცხადებს ჯონ ბრაეკეველდტი “ბიზნესპარტნიორთან“.


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია განვითარდეს მედიაციისა და არბიტრაჟის მიმართულება, ვინაიდან, სასამართლო სისტემა ბიზნესებისთვის კვლავ პრობლემურია და მოსამართლეებს არ გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია ბიზნეს დავების ჭრილში გადაწყვეტილების მისაღებად. კიდევ ერთ პრობლემურ საკითხად „ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში“ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას ასახელებენ.



„გვაქვს ბევრი მტკიცებულება, რომ დაფინანსება, რომელიც შემოდის ქვეყანაში, მიდის კომერციულ ბანკებში. კომერციული ბანკები კი მას არ გასცემენ SME სექტორზე – ვისაც ეს სჭირდება. სესხებზე ამჟამად არსებული პროცენტების გათვალისწინებით, შეუძლებელია დაგეგმო ბიზნესი. ევროპაში ეს განაკვეთი 0.5-დან 5%-მდე მერყეობს. საქართველოში კი როცა გაქვს 20%-იანი სესხი, შეუძლებელია ბიზნესმა მოგება მიიღოს, განსაკურებით პირველ წლებში“ – აცხადებს ჯონ ბრაეკეველდტი.



მისივე თქმით, გადასახედია ტენდერების სისტემაც, სადაც ფასის ყველაზე იაფად წარმდგენი იმარჯვებს და უგელებელყოფილია ხარისხობრივი ნორმები და ევროპული სტანდარტების მოთხოვნა.


„ბიზნესასოციაცია“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up