20-ჯერ მეტი ხელფასი და 4.5-ჯერ მაღალი ფასები - როგორია ცხოვრების დონე ჟენევაში

20-ჯერ მეტი ხელფასი და 4.5-ჯერ მაღალი ფასები - როგორია ცხოვრების დონე ჟენევაში

access_time2020-12-06 15:00:56

სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების დონის სხვაობა ფასთაშორის სხვაობასაც განაპირობებს. 2017 წლიდან გაზრდილი ინფლაციის მიუხედავად, თბილისი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქალაქის სტატუს ინარჩუნებს. საპასუხოდ, ცხოვრება გაცილებით ძვირია ტერიტორიით საქართველოზე პატარა შვეიცარიის სიდიდით მეორე ქალაქ - ჟენევაში. ვებპორტალ numbeo.com-ის ცნობით იპოთეკურ სესხზე დარიცხული პროცენტის გარდა, თბილისში თითქმის ყველაფერი 70-90 პროცენტით იაფია.


იმ შემთხვევაში თუ პირი ბინის ქირას იხდის ერთი დ აიგივე ცხოვრების დონისა და სერვისების მისაღებად თბილისში 5440 ლარი დაეხარჯება, ჟენევაში კი 4.95-ჯერ მეტი 29 940.


დაბალფასიან რესტორანში სადილი 1 პერსონაზე თბილისში 20 ლარი ჯდება, ჟენევაში - 92. საშუალო კლასის რესტორანში 2 პერსონაზე სადილის ღირებულება 68 ლარია, ჟენევაში - 443%-ით მეტი - 369 ლარი. სხვაობა შედარებით ნაკლებია მაკდონალდსის ან რომელიმე მსგავსი ტიპის სწრაფი კვების ობიექტში, სადაც თბილისში 1 ადამიანი საშუალოდ ლარს14.50-ს იხდის, ჟენევაში 55-ს. კაპუჩინოს ფასი შესაბამისად 5.45 და 16 ლარია. ყავისგან განსხვავებით სხვაობა ადგილობრივი წარმოების ლუდებს შორის 10-ჯერ მეტია, თბილისში ის საშუალოდ 3 ლარი ღირს, ჟენევაში 30 ლარი.


ქართულ ფულზე გადმოყვანით 500 გრამიანი პური ჟენევაში 10.62 ლარი ღირს, 10-ჯერ ძვირი ვიდრე თბილისში. ადგილობრივი წარმოების ყველის ფასი თბილისში 15 ლარია, ჟენევაში - 68. კილოგრამი ქათმის ფასიც შესაბამისად 12 და 91 ლარია.


ჟენევაში ხილიც 4-ჯერ, 5-ჯერ ძვირია. 1 კგ ვაშლი 15 ლარი ღირს, ბანანი 11 და ფორთოხალი 13 ლარი.


შვეიცარია ნამდვილად ვერ ჩაითვლება მწეველებისთვის საოცნებო ადგილად, სადაც 1 კოლოფი სიგარეტი 8.5 ფრანკი ანუ 31 ლარი ღირს.


ფასთა შორის სხვაობა კიდევ უფრო დიდია ტრანსპორტით სარგებლობის დროს. მუნიციპალური ავტობუსის ბილეთის ფასი ჟენევაში თბილისთან შედარებით 2100%-ით ძვირია და 11 ლარს შეადგენს. ტაქსით მგზავრობის წამოწყება 24 ლარი ღირს, 1 კმ-ის გავლა - 13.28 ლარი, 1 საათიანი ლოდინი კი 221 ლარი.


უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, თბილისის ცენტრიდან გლდანში ან ვარკეთილში გასვლა, მოცდის გარეშე 180-200 ლარი ეღირებოდა.


კომუნალური გადასახადები 85 მ2 ბინაზე numbeo-ს თბილისისთვის 223 ლარი აქვს დაანგარიშებული, ჟენევისთვის 850 ლარი.
კერძო საბავშვო ბაღში მშობელს თბილისთან შედარებით 20-ჯერ ძვირის - თვეში 7560 ლარის გადახდა უწევს. კერძო სკოლის წლიური საფასური კი 11-ჯერ მეტს 96 000 ლარს აღწევს.


ქალაქის ცენტრში 1 საძინებლიანი ბინის ქირა ჟენევაში თვეში 6975 ლარია, გარეუბანში - 5430, 3 საძინებლიანი ბინის საქირვებლად ქალაქის ცენტრში 12 530 ლარის ექვივალენტი - 3400 ფრანკია საჭირო, გარეუბანში - 10 370, თბილისური ფასები ჟენევისას 80 – 87 პროცენტით ჩამორჩება.
სხვაობა იზრდება ბინის შეძენის შემთხვევაში. ჟენევაში ქალაქის ცენტრში 1 მ2-ის ფასი 13 247 ლარს, ანუ 48 877 ლარს - 14 721 აშშ დოლარს უდრის. $1 მლნ-დ მხოლოდ 68 მ2 ფართობის მქონე ბინის შეძენაა შესაძლებელი. თბილისში კვადრატული მეტრის ფასი 11.7-ჯერ ნაკლებად - 4183 ლარდაა შეფასებული. გარეუბანში ჟენევაში ფასი 30%-ით, თბილისში კი 40%-ზე მეტით მცირდება.


ერთადერთი რაც თბილისში 7.13-ჯერ უფრო ძვირია ეს იპოთეკურის სესხია. საშუალო წლიური განაკვეთი ჟენევაში 1.53%-ა, თბილისში 10.92%.
და ბოლოს, ფასების გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა შემოსავლებსა და ხელფასებშია. თბილისში საშუალო ხელფასი გადასახადების გადახდის შემდეგ 1100 ლარს -ს შეადგენს, ჟენევაში 22 300 ლარს.


თუ მთლიან ქვეყანას განვიხილავთ ნომინალური მშპ 1 სულ მოსახლეზე შვეიცარიაში $82 000-ს უდრის, საქართველოში - $4770-ს. 


Numbeo-ს დათვლით გასაშაულებული ფასების ინდექსი თბილისში 28.54-ს უდრის, ჟენევაში - 4.53-ჯერ მეტს - 129.37-ს. მაგრამ რადგან ჟენევაში, სადაც ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე ნიუ-იორკსა და ლონდონში, ხელფასები თბილისთან შედარებით 20.3-ჯერ მაღალია. ქალაქის მაცხოვრებელთა რეალური მსყიდველობითუნარიანობა 4.47-ჯერ მეტი გამოდის. დაახლოებით ამდენივეა ფარდობა ორ ქვეყანას შორის 1 სულ მოსახლეზე PPP მეთოდით დათვლილ მშპ-ებს შორისაც.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
ჟენევა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up