კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 20 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია.
ეროვნული ბანკის მიერ 20 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 21 აპრილისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში წინა დღესთან შედარებით გაუფასურდა და 3.4499 ლარია. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე კი დილიდან $1/3.4400 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.4410-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში დაახლოებით 8.111 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/8.0971 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 8.1116-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 524,2 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კიდილიდან ვაჭრობა $1/522.0400 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 522.0400 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებაში 1,7 მანათს უტოლდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/1.6987 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6987 ნიშნულზე იყო.