20 000 ლარი აცრილმა მოქალაქეებმა დღეს უკვე მოიგეს!

20 000 ლარი აცრილმა მოქალაქეებმა დღეს უკვე მოიგეს!

access_time2021-09-14 12:55:42

პირველი 160 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია!!!!

 

stopcov.lotto.ge-ზე  ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს’’ პირველი გათამაშების შედეგები ცნობილია, 12 საათზე, ვებ-ვერდზე stopcov.lotto.ge-ზე  ,,აიცერი და მოიგეს’’ გათამაშება შედგა. გამოვლენილია 160 მოგებული, რომელთა შორის 500 და 100 ლარიანი მოგებაა გადანაწილებული.


ხარაგაული, თბილისი, სამტრედია, საგარეჯო, ბათუმი, ახალციხე და ა.შ. მოგებულები მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე ცნობილია


დღემდე ყველა თუნდაც ერთხელ აცრილ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი მოგების გადამოწმება -  ვებგვერდზე stopcov.lotto.ge -ზე პირადი ნომრით.

 

გახსენებთ, რომ stopcov.lotto.ge-ზე :

 

  • ყოველდღიურ გათამაშებაში 160 მოგებული გამოვლინდება
  • ყოველკვირეულ გათამაშებაში 17 მოგებული
  • შემაჯამებელ გათამაშებაში კი ერთი გამარჯვებული, რომელიც 100 000 ლარს მოიგებს.

 

ყოველდღიურად გათამაშდება:


  • 100 და 500 ლარის მოგება
  • ყოველკვირეულად 1000; 1500; 5000 და 10 000 ლარი
  • შემაჯამებელ გათამშებაში გათამაშდება კი ჯეკპოტი 100 000 ლარი.

 

გათამაშებაში მონაწილეობს საქართველოში აცრილი ყველა ვაქცინირებული მოქალაქე. STOPCOVID ლატარიის ,,აიცერი და მოიგეს'' გათამაშების ბილეთებს (ელექტრონული სახით) აცრილი მოქალაქეები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ ავტომატურად  მიიღებენ.

 

პირველი აცრის გაკეთებისთანავე  ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება ,,აიცერი და მოიგეს'' ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია „აიცერი და მოიგეს“ ლატარიის ამოქმედებამდე, 2021 წლის 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს ,,აიცერი და მოიგეს'' ყველა გათამაშებაში.

 

ყოველდღიური გათამაშება იმართება ყოველდღე  12 საათზე და მასში მონაწილეობს წინა დღემდე აცრილი ყველა მოქალაქის ბილეთი;



ყოველკვირეული გათამაშება გაიმართება ორშაბათობით ყოველდღიური გათამაშების დასრულებისთანავე და მასში მონაწილეობს, როგორც წინა კვირას აცრილი მოქალაქეების ასევე ლატარიის დაწყებამდე აცრილი ყველა მოქალაქის ბილეთი.


შემაჯამებელ გათამაშებაში, სადაც თამაშდება 100 000 ლარი, მონაწილეობს ყველა აცრილი მოქალაქის ბილეთი.


საბოლოო შემაჯამებელი გათამაშება  31 დეკემბერს გაიმართება, ხოლო ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება 27 დეკემბერს დასრულდება!

 

ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გათამაშებებში გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან (სერტიფიცირებული პროგრამული შემთხვევითი რიცხვების გენერატორის საშუალებით).


შემაჯამებელ გათამაშებაში ყველა აცრილი მოქალაქის ბილეთი მოთავსდება დოლურაში, საიდანაც გათამაშების წამყვანი ამოიღებს ერთ-ერთს და გამოავლენს გამარჯვებულს.

 

STOPCOVID ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი აქტიურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება.

 

 

გათამაშებების  შედეგების ხილვა  მომხმარებელს შეეძლება  stopcov.lotto.ge - ზე, იგივე საიტზე სპეციალურ გრაფაში  ,,გათამაშების შედეგებში’’ პირადი ნომრის შეყვანით, ხოლო მოგებული თანხის ოდენობას მომხმარებელი შეიტყობს ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ სერვის-ცენტრებში უშუალოდ მოგების განაღდების დროს.

 

მოგების განაღდების პროცედურები:

 

ყველა მოგებულ ადამიანს გათამაშების მომდევნო დღეს დაუკავშირდებიან ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ ცხელი ხაზის ოპერატორები და ამცნობენ მოგების შესახებ, მოგებული თანხის ოდენობას კი მომხმარებელი უკვე უშუალოდ მოგების განაღდების დროს შეიტყობს.

 

1000 ლარის ჩათვლით მოგების განაღდება შესაძლებელია ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის'' სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1 500 - 100 000 ლარის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.


16 დან - 18 წლამდე აცრილი მოქალაქის ლატარიის ბილეთი და ასევე მოგება გადაეცემა მის მშობელს ან მის სხვა კანონიერ წარმომადგენელს. წარმომადგენლობა უნდა იქნეს დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით.


1000 ლარზე მეტი თანხის მოგების შემთხვევაში, მოგებულ პირს დაუკავდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადები.

 

 

 

 

 

 (R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up