„2-თვიანი მარაგები, რომელიც ქვეყანაში უნდა იყოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, წამოსულია კლებისკენ“ - რა უნდა გაკეთდეს, რომ პური არ გაძვირდეს

„2-თვიანი მარაგები, რომელიც ქვეყანაში უნდა იყოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, წამოსულია კლებისკენ“ - რა უნდა გაკეთდეს, რომ პური არ გაძვირდეს

access_time2021-12-07 20:00:00

„2-თვიანი მარაგები, რომელიც ქვეყანაში უნდა იყოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, წამოსულია კლებისკენ“,- ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ხორბლის გაძვირებაზე საუბრისას განაცხადა.



როგორც ლევან სილაგავამ აღნიშნა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ხორბლის იმპორტი შემცირდა 40%-ით, ფქვილის იმპორტი 6-ჯერ გაიზარდა.



„საქართველოში, სამწუხაროდ, მიმდინარეობს ტენდენცია, როდესაც ფქვილის იმპორტი ანაცვლებს ხორბლის იმპორტს. შემიძლია გითხრათ, რომ იმის შემდეგ, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული რუსეთის მიერ, მცურავი ბაჟის შემოღების შესახებ, ფქვილის იმპორტი გაზრდილია 6-ჯერ, ხორბლის იმპორტი შემცირებულია დაახლოებით, 40%-ით. ეს არის საკმაოდ საყურადღებო ციფრები. თუ ჩვენ საქსტატის გამოქვეყნებული სტატისტიკით შევხედავთ, ისინი ამას ანგარიშობენ წლის დასაწყისიდან, იმიტომ, რომ კლასიკური წელი არის 1-ლი იანვრიდან 1-ელ იანვრამდე, ის დრამატიზმი, რომელიც დღეს ბაზარზე ხდება აქ არ შეიმჩნევა, რადგან სტატისტიკის ნიველირება ხდება იანვრიდან დაწყებული და გამოქვეყნებულია, რომ ფქვილის იმპორტი გაზრდილია 2-ჯერ. თუმცა, გადაწყვეტილების მიღებიდან და სეზონის დაწყებიდან, ფქვილის იმპორტი გაზრდილია 6-ჯერ. შესაბამისად, დღევანდელ სიტუაციაში, ეს რიცხვები არის საყურადღებო, როდესაც გარდამავალ პერიოდში 2-თვიანი მარაგები, რომელიც ქვეყანაში უნდა იყოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, წამოსულია კლებისკენ. დღეს დაახლოებით არის თვენახევრის მარაგი. ეს არ არის კატასტროფული მდგომარეობა, მაგრამ საყურადღებოა“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.




კითხავზე რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში პური არ გაძვირდეს, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს:



„იმისთვის, რომ პურის ფასის შენარჩუნება მოხდეს, ჩვენი ხედვა არის ასეთი, პური უნდა ღირდეს იმდენი, რაც ღირს, როგორც სხვა პროდუქტი, მაგრამ იმ ფენებს, რომელსაც სჭირდება დაცვა, სოციალურად დაუცველებს ვგულისხმობ, კომპენსირება უნდა გაუკეთდეს.



შესაბამისად, თუ ავწონ-დავწონით, რომ ფქვილი იყოს ბაზარზე თუ ხორბალი, აქ ცალსახად ხორბალი უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან ის ღირებულებათა ჯაჭვს ქმნის. წისქვილები ასაქმებენ ხალხს, ბიუჯეტში შეაქვთ, ქატოს გამოშვება ხდება და ა.შ. შესაბამისად, ბიუჯეტის შენატანებიდან, რომელიც წისქვილებს შეაქვთ, შესაძლებელია გამოყოფილი იყოს ის თანხა, რომელიც ფქვილის გაძვირების კომპენსაციის სახით იქნება გამოყენებული, იგივე იმ ხალხისთვის, ვისაც ეს სჭირდება. შედეგად, ბიუჯეტში ფული დარჩება კიდეც, წისქვილების შენატანი, რომელიც სხვა მრავალ პროგრამაში შეიძლება იყოს გამოყენებული. აქ უბრალოდ გადაწყვეტილებაა მისაღები იმისთვის, რომ ის უფსკრული, რომელიც არის ხორბლის და ფქვილის გადასახადზე (ფქვილზე ნულოვანი გადასახადია და 85 დოლარია უკვე ხორბლის იმპორტზე), გარკვეულწილად ნიველირებული იყოს იმისთვის, რომ სწორი კონკურენციული პირობები იყოს ფქვილის და ხორბლის იმპორტს შორის. შედეგად, ყველაფერი კარგად იქნება, ქვეყანაც მარაგებით იქნება წარმოდგენილი და ფასებიც სტაბილური იქნება, მსოფლიო ბაზრის შესაბამისად“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.


bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up