2 თვეში თბილისში 46 მშენებლობა შეჩერდა. მშენებლობის ხარისხს კანონი არ არეგულირებს

2 თვეში თბილისში 46 მშენებლობა შეჩერდა. მშენებლობის ხარისხს კანონი არ არეგულირებს

access_time2018-03-05 14:20:39

მხოლოდ ბოლო ორ თვეში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სხვადასხვა დარღვევის გამო 46 მშენებარე ობიექტი შეაჩერა. 


ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ეხება სამშენებლო კომპანია სვეტს, რომელიც მშენებლობის ნებართვის უქონლობის გამო ერთ-ერთ ობიექტზე საცხოვრებელი კორპუსების დასრულებას ვერ ახერხებს, არადა, ბინები ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უნდა ჩაებარებინათ მობინადრეებისთვის. კომპანიაში ამბობენ, რომ მშენებლობის შეჩერების მიზეზი მთავრობის #41 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებაა, რომელიც მეტწილად სახანძრო უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას ეხება. თუმცა ამ ნორმის ამოქმედებისას ითქვა, რომ ახალი მოთხოვნები მხოლოდ 2017 წლიდან დაწყებულ მშენებლობებს შეეხებოდა, კომპანიას კი ამჟამად შეჩერებული პროექტები გაცილებით ადრე აქვს დაწყებული. ამდენად, ჩნდება ეჭვი, რომ კომპანია მშენებლობას უნებართვოდ და შესაბამისად, უკანონოდ აწარმოებდა, ახლა კი ახალ ნებართვას მანამ ვერ აიღებს, სანამ უკვე სანახევროდ აშენებულ კორპუსებს ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ მოიყვანს. 



კვირის პალიტრამ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ინფორმაციისთვის მიმართა, საიდანაც გვაცნობეს, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით 160 სუბიექტის მიმართ დაიწყეს სამშენებლო სამართალდარღვევაზე წარმოება. აქედან 84 სუბიექტზე შედგა შემოწმების აქტი, ხოლო 43 სუბიექტზე მიღებულ იქნა დადგენილება. ამ დადგენილებებიდან 13 მიღებულია სუბიექტის დაჯარიმების, ხოლო 30 მშენებლობის შეწყვეტის თაობაზე. ჯამში ზემოაღნიშნულ პერიოდში 46 ობიექტი შეჩერდა.


თბილისის მერმა რამდენჯერმე აღნიშნა, უკანონო მშენებლობების შესაძლებლობას არავის მივცემთო. 



როგორც ირკვევა, ზოგიერთი დეველოპერი მშენებლობას უნებართვოდ იწყებდა, რათა დრო არ დაეკარგა და ახალი შეკვეთების ფული აეღო - იმ იმედით, რომ ნებართვას მოგვიანებით აიღებდა და ყველაზე დიდი 8 ათასი ლარის ჯარიმას გადაიხდიდა. 



ახალი მოთხოვნებით კი ეს აღარ გამოვა და სავარაუდოდ, თბილისში გაიზრდება კანონდამრღვევი სამშენებლო კომპანიებისა და შესაბამისად, შეჩერებული მშენებლობების რაოდენობა. 




რა ბედი ეწევა ამ მშენებლობებში ბინების მომლოდინე მობინადრეებს, ერთხელ უკვე გადატანილი მასშტაბური სამშენებლო კრიზისისა და ათასობით დაზარალებულის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენი არ არის.



თორნიკე აბულაძე, მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენელი, სამშენებლო კომპანია არსის დირექტორი2008 წლამდე სამშენებლო სექტორში არსებობდა სწორი ბიზნესმოდელის პრობლემები, რამაც კრიზისი გამოიწვია. ომი და ფინანსური კრიზისი რომც არ ყოფილიყო, უძრავი ქონების ბაზარზე კრიზისი მაინც დაიწყებოდა. იმავე პრობლემებს ვაწყდებით დღესაც და ძალიან ბევრი მშენებლობა გაჩერდება. უნდა გაჩერდეს კიდეც! თუ კომპანიამ უკანონოდ დაიწყო მშენებლობა, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მშენებლობის შეჩერებას შესაძლოა დაზარალებული მობინადრეების ძალიან დიდი უკმაყოფილება მოჰყვეს? როგორც კი სახელმწიფო ასეთ უკანონობაზე თვალს დახუჭავს, მე, კომპანია არსის დირექტორი, გპირდებით, რომ მეც დავიწყებ უკანონო მშენებლობას. თუ ეს ვინმეს გაუვა, მაშინ მეც გავაკეთებ ამას.



დღეს გვაქვს ორი მნიშვნელოვანი სიახლე - ერთია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა სამშენებლო ობიექტებზე, რასაც, ფაქტობრივად, არავინ იცავდა მოქმედი სტანდარტებით. შესაბამისად, ჯარიმების გამკაცრების შემდეგ მივიღებთ ბევრ მშენებლობას, რომლებიც შემოწმების შემდეგ გაჩერდება. ვფიქრობ, დაახლოებით სამი თვე დასჭირდებათ ასეთ კომპანიებს, რათა შესაბამისობაში მოიყვანონ სამშენებლო უსაფრთხოება და მშენებლობა განაგრძონ. რაც შეეხება უკანონო მშენებლობებს და ამაში ვგულისხმობ უნებართვო მშენებლობებს, ახლა მათ გამოავლენენ და შეაჩერებენ. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს - მოგეხსენებათ, ძალაში შევიდა ახალი ნორმა სახანძრო უსაფრთხოების წესების შესახებ, რომლებიც უკვე პროექტირებისას უნდა აისახოს. ვისაც უნებართვოდ ჰქონდა დაწყებული მშენებლობა იმ იმედით, რომ შემდგომში მას მერიაში შეათანხმებდა, კანონის გამკაცრებამ მოუსწრო. დაწყებული პროექტები მოთხოვნებს აღარ პასუხობს. ეს უკვე დიდი პრობლემაა, რადგან ასეთი სახლები ვეღარ გაპრავდება, როგორც ადრე, მხოლოდ 8-ათასლარიანი ჯარიმის გადახდით. 



ახლა უნებართვო მშენებლობისთვის ჯარიმა 30 ათასი ლარია, განმეორებით შემთხვევაში კი - 50 ათასი.



არადა, ქვეყანაში ახლა სამშენებლო ბუმია. 2014 წლის შემდეგ დღემდე, ყოველ წელს, დაახლოებით 20%-ით გაიზარდა ახალ მშენებლობებში უძრავი ქონების გაყიდვის მაჩვენებელი. ერთადერთი გამონაკლისი 2015 წელი იყო, როცა 9%-იანი ვარდნა გვქონდა, რადგან ლარი-დოლარის კურსის რყევა სწორედ მაშინ დაიწყო. ესეც მეტყველებს, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალია და მიწოდებაც შესაბამისი. ყოველივე ამის გათვალისწინებით გვექნება მძიმე შემთხვევები, როცა კონკრეტული დეველოპერები და შესაბამისად, მოსახლეობა, რომელსაც თანხები აქვს შეტანილი სამშენებლო პროექტებში, სადღაც გაიჭედებიან. თუმცა კრიზისს ეს არ გამოიწვევს, რადგან ბევრად მეტია დეველოპერი, ვინც კეთილსინდისიერად აშენებს. 



რაც შეეხება მშენებლობის ხარისხს, დღეს ეს საკითხი კანონით არ რეგულირდება. მენაშენეთა ასოციაცია უახლოეს მომავალში აპირებს გამოვიდეს წინადადებით, რომ ეს საკითხებიც დარეგულირდეს კანონში ნორმების შეტანით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 3-4 წელიწადში მშენებლობის ხარისხი, მანამდე არსებულთან შედარებით, გაუმჯობესდა და ეს მომხმარებლის მოთხოვნებმა განაპირობა. 



დავით მუმლაძე, ადვოკატი: თუ მერია ერთხელ მაინც დახუჭავს თვალს სამშენებლო კომპანიების უკანონო ქმედებებზე, უბრალოდ, კანონი აღარ აღსრულდება. რაც შეეხება იმ მენაშენეებს, რომლებიც შესაძლოა ამის გამო დაზარალდნენ, ბუნებრივია, უნდა არსებობდეს კანონისმიერი შეთანხმება დეველოპერსა და კლიენტს შორის. კომპანიას უნდა ჰქონდეს აქტივი, რომლითაც შემდგომში დაზარალებულებს დააკმაყოფილებს. ამის გარეშე ეს ადამიანები დაზარალდებიან.



ერთია ზედამხედველობის სამსახურის კონტროლი, მეორე კი დეველოპერის კეთილსინდისიერება, მაგრამ უძრავი ქონების შეძენის მსურველთა პასუხისმგებლობაზეც უნდა ვისაუბროთ. მათ შეუძლიათ მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გადაამოწმონ, არის თუ არა გაცემული მშენებლობის ნებართვა მათთვის საინტერესო ობიექტზე. გარდა ამისა, კარგი იქნება პროცესში იურისტის ჩართვა, რადგან ხშირად დეველოპერების შემოთავაზებული ხელშეკრულებები მხოლოდ კომპანიების ინტერესებზეა მორგებული. საჭიროა უფლება-მოვალეობების დაბალანსება მყიდველსა და მშენებელს შორის, მყიდველი უნდა დაინტერესდეს კონკრეტული კომპანიის უკვე დასრულებული პროექტებით. ამ შემთხვევაში უძრავი ქონების შეძენის მსურველებს მეტი გარანტია ექნებათ, რომ არ დაზარალდებიან.



წყარო : bpn.ge





„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up