2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ

access_time2020-01-29 10:00:53

2 თვე გავიდა მას შემდეგ რაც 520-ე დადგენილება ძალაშია შევიდა. როგორც ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები, ასევე პაციენტები ეკატერინე ტიაკარაძის მიერ გატარებული რეფორმის ეფექტს უკვე კარგად ხედავენ - კლინიკებში რიგი ოპერაციები ვერ ტარდება, სამედიცინო პერსონალს კი უმეტეს კლინიკებში ხელფასი შეუმცირდა.თეთრ ხალათიანები სამედიცნო სფეროში შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე ფირქობენ და ამიტომ ისინი პაციენტების ნაცვლად ამჯერად დეპუტატებს შეხვდნენ.


„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც უკვე საყოველთაოც აღარ იყო 520-ე დადგენილებით აგურ-აგურ იშლება“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვდრის შემდეგ კომერსანტს განუცხადა.


როგორც კობერიძე განმარტავს შეხვედრის მიზანი იყო კლინიკებისგან მიეღო ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა ჰოსპიტალურ სექტორში 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ. დეპუტატი აცხადებს, რომ პაციენტები კარდიოლოგიაში, კარდიოქირურგიასა და არითმოლოგიაში სერვისს ვერ იღებენ, რადგან სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა რეალობას არ შეესაბამება.

 

„ექიმების და კლინიკებისგან მიღებული ინფორმაციით, 520-ე დადგენილებამ ჯერჯერობით მხოლოდ ნეგატივი მოიტანა. დადგენილების ამოქმედების შემდეგ გამოვლინდა:


1. სამინისტროსა და ექიმებს შორის ცალმხრივი კომუნიკაცია -სამინისტროს ინფორმაცია, რომ ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებთან თითქოს ძალიან აქტიური კომუნიკაცია აქვთ, აღმოჩნდა ტყუილი, რადგან 10 იანვრის შემდეგ იმ დაანონსებულ საბჭოებში, რომელთანაც სამუშაო შეხვედრები უნდა გამართულიყო, შეხვედრები არ გამართულა. ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც სამინისტრომ კლინიკებისგან და ექიმებისგან მოითხოვა, მიწოდებულია შარშან, წლის ბოლოს, მაგრამ სამინისტრო რატომღაც ვერ ან არ ახერხებს ამ ინფორმაციის გადამუშავებას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას. რეალურად ეს გვაჩვენებს, რომ სამინისტროს პროცესების დროის გაჭიანურების ტაქტიკა აქვს არჩეული.


2.სამინისტრომ თვითონ აღიარა, რომ დაშვებული იყო შეცდომა დეფიბრილატორთან მიმართებით. მათ აპარატის ფასი არასწორად ეწერათ. თქვეს, რომ ალბათ შეცდომა იყო და დადგენილებაში ცვლილებას შეიტანდნენ ან სხვა მექანიზმს შემოგვთავაზებდნენ, რომლითაც ამ სხვაობას აანაზღაურებდნენ.  ეს თემაც კი არ არის დარეგულირებული და შესაბამისი ცვლილებაც კი არ არის შესული 520-ე დადგენილებაში. დღესაც პაციენტი ვერ იკეთებს ამ ოპერაციას იმის გამო, რომ სამინისტროს არ აქვს ფასი შეცვლილი.

 

3.თანაგადახდა პაციენტის მხრიდან - 520-ე დადგენილებამ ერთის მხრივ, შემცირებული ტარიფები დაადგინა, მეორეს მხრივ იმავე დადგენილებით პაციენტს თანადაფინანსება აუკრძალა. მაგალითად, თუ პაციენტს სტენდის ჩაყენება სჭირდება, გათვლილია ე.წ. რკინის სტენდის ფასი, რომლის ჩაყენებაც არავის უნდა, რადგან ყველა ხარისხიანი სტენდის ჩაყენებას ითხოვს. კარგის შემთხვევაში, 520-ე დადგენილების ამოქმედებამდე პაციენტს ჰქონდა საშუალება, თანხა თვითონ დაემატებინა და ოპერაცია გაეკეთებინა. 520-ე დადგენილება კი თანადაფინანსებას კრძალავს. სამინისტრო მიხვდა, რომ მათი გადადგმული ნაბიჯი ცუდად მოუბრუნდათ და კლინიკებს შესთავაზეს, მოწვეული ექიმის თანხა დაამატონ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტებს გამრუდებული გზა შესთავაზეს. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც შემცირებულ ტარიფს ამბობენ, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ პაციენტი ნაკლებს გადაიხდის, საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო კლინიკას შემცირებულ თანხას უხდის. ჯანდაცვის სამინისტრო ხშირად მანიპულირებს და ამბობს, რომ ფასები სხვადასხვა ოპერაციაზე შეამცირა.


 

4.  კლინიკები ხარისხიან მომსახურებაზე პასუხიმგებლობას ვერ იღებენ, ამიტომ პაციენტები გარკვეულ სერვისებს ვეღარ იღებენ. ძალიან ცუდია, რომ სამინისტრო ამას არ აღიარებს თუმცა, ძალიან მალე ეს გამოჩნდება.

 

5. შემდეგი საკითხი არის ხელფასების ანაზღაურება მედ პერსონალისთვის. თავისი ბუღალტერიიდან გამომდინარე ვინ, როგორ და რას გადაწყვეტს ეს ბუნებრივია კლინიკების მენეჯმენტის საქმეა. ისინი ადასტურებენ, რომ პერსონალის ნაწილს ახლა ხელფასი შეუმცირდა, ნაწილს კი მომავალში შეუმცირდება.

 

6. პრობლემა გამოიკვეთა არა მხოლოდ კარდიოლოგიაში არამედ რეანიმაციაშიც. ეს მიმართულებაც ზუსტად იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა“, - განმარტავს დეპუტატი.


 ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრს თუ უნდა, რომ ბიუჯეტიდან თანხები დაიზოგოს უნდა დაიხუროს ის კლინიკები, რომლებიც ხარისხის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ.


„ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ რეფორმას კეთილშობილური მიზნების გამო ატარებს, ცდილობს ბიუჯეტიდან ფული დაზოგოს, თუმცა, ამ მეთოდით ფული ვერ დაიზოგება. ეს არის არასწორად გადადგმული პირველი ნაბიჯი. ჩვენ ვიცით რომ ქვეყანაში 270 კლინიკაა, ეს რაოდენობა არის იმაზე მეტი ვიდრე საჭიროება მოითხოვს, იმავდროულად ვიცით, რომ კლინიკების გარკვეული ნაწილის მთავარი პრობლემა არის სამედიცინო ხარისხის. თუ კი მინისტრს უნდა ბიუჯეტის დაზოგვა სწორი რეფორმა უნდა დაიწყოს, რაც მდგომარეობს შემდეგში:


1.  კლინიკებისთვის განისაზღვროს ხარისხის სტანდარტი

2. დადგენილი სტანდარტის მიხედვით, 270 კლინიკა შემოწმდეს. ჩემი აზრით, 30-40 კლინიკა მომენტალურადაა დასახური. სწორედ დახურული კლინიკების ხარჯზე მოხდებოდა ფულის დაზოგვა, რადგან ისინიც მოიხმარენ სახელმწიფო ბიუჯეტს და ეწევიან არახარისხიან მომსახურებას. მინისტრი ამას არ აკეთებს იმიტომ, რომ კლინიკებს ჰყავს კონკრეტული მფარველები და ვერ ბედავს ქმედითი ნაბიჯის გადადგმას, ეს ნაბიჯი ვერც ყოფილმა მინისტრმა გადადგა“, - აცხადებს ლევან კობერიძე.

 

დეპუტატი  ამბობს, რომ ექიმებთან და კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის აუცილებლობა, რომ ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში უნდა მივდეს. სწორედ ამიტომ ფრაქციის წევრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პარლამენტში მოსვლას ითხოვენ.

 

„როგორც კი ჩაინიშნება კომიტეტის სხდომა, მინისტრი ვალდებულია მოვიდეს , რადგან ჩვენ მოთხოვნა სამინისტროში გაგზავნილია. მნიშვნელოვნია, რომ ეკატერინე ტიკარაძე კომიტეტზე მოვიდეს, დარწმუნებული ვარ, რომ ის მინისტრის საათზე მოსვლას გადაწყვეტს, რადგან ეს  აბსოლუტურად სხვა ფორმატია,სადაც პარლამენტს მისი საქმიანობის მთლიანი ანგარიში უნდა ჩააბაროს. ჩვენ კონკრეტულად გვაქვს მოთხოვნილი, რომ 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე მოვიდეს და  სადაც  ამ დადგენილებასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართება, ამას მინისტრი თავს არიდებს თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ მას ეყოფა გამბედაობა და  მოვა. ექიმებთან იმაზეც შევთანხმდით, რომ ისინიც დაესწრებიან შეხვედრას  და მინისტრს შეკითხვებს თავად  დაუსვამენ “, - განმარტავს ლევან კობერიძე.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up