2 ოქტომბერს თავისუფლების მოედნიდან უნიკალური კლასიკური  ავტომობილების რალი აიღებს სტარტს

2 ოქტომბერს თავისუფლების მოედნიდან უნიკალური კლასიკური ავტომობილების რალი აიღებს სტარტს

access_time2018-10-01 19:30:25

2-14 ოქტომბერს საქართველოში კლასიკური ავტომანქანების რალი, სახელწოდებით „Peaks of the Caucasus”, გაიმართება. ორი კვირის განმავლობაში რალის მონაწილეები ავტომანქანებით იმოგზაურებენ საქართველოს სხვადასხვა მხარეში და ჯამში 2,235 კილომეტრს დაფარავენ.  ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვევა სამოცამდე უცხოელი ბიზნესმენი, რომლებიც თითქმის ყველა კუთხეს მოივლიან.

ინიციატივა „Peaks of Caucasus”-ის  შესახებ ბარტ კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად 2005 წელს იტალიაში კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით „Via- Flaminia“ ჩატარდა.

„რალი ხშირად დაძაბული და მაღალ სიჩქარეზე ორიენტირებულია, ვიდრე უბრალოდ სიამოვნებაზე. 2005 წლიდან დღემდე ჩვენი  ორგანიზებით 25-ზე მეტი რალი  6 ქვეყანაში ჩატარდა. ყველა მათგანი  ერთი მთავარი ნიშნით ხასიათდება : „რალი ღიმილით“. - ბარტ კლაინი

მორიგ რალიში, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს, 9 ქვეყნის წარმომადგენელი 29 პილოტი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან თითოეულს საკუთარი კო-პილოტი ეყოლება.

ავტომობილები საქართველოში  კონტეინერებით და სატვირთო მანქანებით ტრანსპორტირდება. მათი ძირითადი ნაწილი ომამდელი წარმოებისაა.  ყველაზე ძველი ავტომობილი, რომელიც Peaks Of Caucasus-ში მონაწილეობს Vauxhall 30/98 1922 წელს არის გამოშვებული, ხოლო  უახლესი - Jaguar Mark V Dropead Coupe - 1951 წელს.

ავტომობილები სტარტს 2 ოქტომბერს, 09:00 საათზე თავისუფლების მოედნიდან აიღებენ. რალის გახსნაზე დასწრება თავისუფალია.

Peaks of the Caucasus-ის მარშუტი ასეთია:

2 ოქტომბერი: თბილისი - ვარძია (230 კმ)

3 ოქტომბერი: ვარძია - ბორჯომი (110 კმ)


4 ოქტომბერი: ბორჯომი - წყალტუბო (200 კმ)

5 ოქტომბერი: წყალტუბო - წყალტუბო (195 კმ)

6 ოქტომბერი: წყალტუბო - მესტია (210 კმ)

7 ოქტომბერი: მესტია - უშგული - მესტია (100 კმ)

8 ოქტომბერო: მესტია - წყალტუბო (230 კმ)

9 ოქტომბერი: წყალტუბო - თბილისი (260 კმ)

11 ოქტომბერი: თბილისი - სიღნაღი (170 კმ)

12 ოქტომბერი: სიღნაღი - ლოპოტა (165 კმ)

13 ოქტომბერი: ლოპოტა - ყაზბეგი (230 კმ)

14 ოქტომბერი: ყაზბეგი - თბილისი (135 კმ)

 

14 ოქტომბერს შატო მუხრანში გამოვლინდებიან პირველი 3 ადგილის მფლობელი პილოტები.  დაჯილდოების ცერემონიალზე მონაწილეებს სპეციალურად თიბისისგან ზვიად ციკოლიას დიზაინით დამზადებული პრიზები გადაეცემათ.

„Peaks of the Caucasus”-ის მთავარი პარტნიორები არიან: თიბისი, Gulf, სილქნეტი, Tsikolia Watches, United Airports, Altena, Georgian Airways, Sontrop, Anlex Logistics, Prewarcar.



თეგები:
Peaks of the Caucasus



აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
access_time2019-09-21 12:00:06
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. - ბატონო რამაზ, რადგან ახალ პოლიტიკურ სეზონში პირველად შეგეხმიანეთ, შესაძლოა, ყველაზე აქტუალური თემითაც კი გთხოვოთ საუბრის დაწყება. ყველაზე აქტუალურ თემაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენში პოლიტიკური ცხოვრება ზედმეტადაც კი პოლარიზებულია. პოლარიზებულ...

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...


მსგავსი სიახლეები

up