2 მლნ დოლარამდე საერთაშორისო ინვესტიცია არდიში და ახალი, დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ვოლფგანგ ვანდის წარდგენა

2 მლნ დოლარამდე საერთაშორისო ინვესტიცია არდიში და ახალი, დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ვოლფგანგ ვანდის წარდგენა

access_time2022-08-11 14:30:09

დღეს სასტუმრო „რადისონში“ სადაზღვევო კომპანია არდიმ მულტინაციონალურ საინვესტიციო ფონდ „Gazelle Finance”-თან საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის შედეგად “Gazelle Finance” არდის სტრატეგიული აქციონერი გახდა. საინვესტიციო პაკეტის მოცულობა 2 მილიონ აშშ დოლარამდეა, რაც თავის მხრივ, კომპანიის კიდევ უფრო მეტ განვითარებას, გაუმჯობესებულ მომსახურებას და მოწინავე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს. „Gazelle Finance”-ის ინვესტორები თავის მხრივ მოიცავს ისეთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, როგორიცაა - DFC (ყოფილი OPIC) და FMO.



ხელმოწერის ცერემონიალის პარალელურად, არდიმ პრესას და საზოგადოებას სამეთვალყურეო საბჭოს ახალი, დამოუკიდებელი წევრი - ვოლფგანგ ვანდი წარუდგინა. მას აქვს 40-წლიანი გამოცდილება სადაზღვევო, საგადამზღვევო, ჯანდაცვისა და პორტფელის საინვესტიციო მართვის სფეროში. ვოლფგანგ ვანდი 2008-2012 წლებში მსოფლიოს უდიდეს სადაზღვევო კომპანია Allianz SE-ს აღმასრულებელი ბორდის თავმჯდომარის პოზიციაზე ხელმძღვანელობდა და ახორციელებდა კომპანიის რეგიონულ მართვას ევრაზიის ქვეყნებში. მანამდე, 6 წლის მანძილზე აღმასრულებელი დირექტორის რანგში ხელმძღვანელობდა ESG - European Specialty Reinsurance Group - Standard & Poors-ის მიხედვით A- რეიტინგის მქონე ყველაზე მსხვილ სადაზღვევო პულს ჯანდაცვის, უბედური შემთხვევისა და სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით, მსოფლიოს უდიდესი გადამზღვევი კომპანიის SwissRe-ს მხარდაჭერით მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის ოფისებში: ბერმუდა, დუბლინი, ლონდონი ჰამბურგი, მოსკოვი, ტორონტო, მაიამი, ჰონგკონგი და კუალა ლუმპური.



„როგორც აღნიშნული ამერიკული საინვესტიციო კაპიტალის შემოდინება კომპანიაში, ასევე ახალი, უდიდესი გამოცდილების მქონე დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შემომატება ჩვენს გუნდში, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი არდისთვის, რის შედეგადაც კომპანია განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადადის, რაც მალე აისახება ჩვენი დაზღვეულებისთვის კიდევ უფრო მეტად დახვეწილი მომსახურების შექმნაში. მნიშვნელოვნად შეიცვლება ის ციფრული ეკოსიტემა, რომელსაც დღეს არდი იყენებს, როგორც შიდა პროცესების მართვისთვის, ისე ჩვენი დაზღვეულების სამომხმარებლო პლატფორმებისთვის. ძალიან ვაფასებთ Gazelle Finance-ის უწყვეტ და მზარდ მხარდაჭერას არდის მიმართ, როგორც მრავალი ქვეყნის მასშტაბით აღიარებულ საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორს, რომელიც საუკეთესოდ იცნობს საქართველოს ფინანსური ბაზრის კონიუნქტურებს,“ ¬- განაცხადა არდის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ.




„Gazelle Finance მოხარულია გააგრძელოს პარტნიორობა არდისთან, ამჯერად უკვე როგორც სტრატეგიულმა ინვესტორმა“ - აღნიშნა ჯეფრი ლიბერტმა, Gazelle Finance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. „ჩვენი საინვესტიციო მხარდაჭერით, არდი გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს კორპორაციული მართვის სტრუქტურის კიდევ უფრო ასამაღლებლად, საერთაშორისო სტანდარტებისა და გლობალური სადაზღვევო ინდუსტრიის შესაბამისად. ამ პროცესის თანმდევია, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში უმაღლესი სადაზღვევო გამოცდილების მქონე აღმასრულებელი წევრის დამატება ბატონი ვოლფგანგ ვანდის სახით“.




„ჩემთვის დიდი პატივია, გავუწიო მეგზურობა არდის, როგორც საუკეთესო მზღვეველ კომპანიას ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, მის მოტივირებულ მმართველ გუნდთან ერთად. კომპანია უკვე წინ უსწრებს კონკურენტებს ტექნოლოგიებზე ორიენტირებული აპლიკაციებისა და მომსახურების სტანდარტების მიხედვით. ჩემს კოლეგა დირექტორებთან ერთად ჩვენ უზრუნველვყოფთ ბიზნესის წარმართვას დასავლური კორპორაციული მართვის სტანდარტების შესაბამისად და მოხარული ვარ, რომ მექნება შესაძლებლობა, ჩემი მრავალწლიანი ექსპერტიზა და გამოცდილება გამოვიყენო არდის განვითარების ამ ახალ გზაზე“ - განაცხადა არდის სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა მოადგილემ ვოლფგანგ ვანდიმ.






(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up