2 ბინა, 3 ავტოსადგომი, 4 მანქანა და 820 000 ლარზე მეტი ტანსაცმლისთვის - რა შეიძინა კახა კალაძემ 2018 წელს?

2 ბინა, 3 ავტოსადგომი, 4 მანქანა და 820 000 ლარზე მეტი ტანსაცმლისთვის - რა შეიძინა კახა კალაძემ 2018 წელს?

access_time2019-02-05 21:00:57

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2018 წლის დეკლარაცია იანვრის მიწურულს შეავსო. ამ დოკუმენტში წელს პირველად მოხვდა ტანსაცმელში, ფეხსაცმელსა და აქსუარებში დახარჯული თანხა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 821 743  ლარი შეადგინა. კახა კალაძის მეუღლემ ანუკი არეშიძემ კი დაახლოებით 26 000 ლარი დახარჯა  


 


კახა კალაძეს აცვია გვასალიას ვეტმანი 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული. მაისურის ღირებულება 790 ფუნტი სტერლინგია


შევსებული დეკლარაციის მიხედვით ირკვევა რომ თბილისის მერმა თვითმფრინავით მგზავრობაში  2018 წელს 138 527 ლარი და 6890 ევრო დახარჯა. ხოლო სასტუმროს იჯარაში თბილისის მერმა 380 830 ლარი გადაიხადა.




2018 წელს თბილისის მერმა ორი ბინა და სამი ავტოსადგომი შეიძინა მარო მაყაშვილის ქუჩაზე. ორი ბინის ფასმა ჯამში 1 703 298 ლარი შეადგინა, ავტოსადგომებმა კი 240 549 ლარი. გარდა ამ უძრავი ქონებისა, რაც კახა კალაძემ 2018 წელს შეიძინა, მის საკუთრებაშია 6 ბინა, მათ შორის 2 უკრაინაში, 7 მიწის ნაკვეთი, 2 საჩუქრად მიღებული აგარაკი წყნეთში და 3 ავტოფარეხი.





დეკლარაციის მიხედვით, კალაძემ 2018 წლის განმავლობაში საკუთარ ავტოკოლექციას 4 ავტომობილი შემატა, რაშიც მთლიანობაში 450,000 ლარამდე დახარჯა.


FIAT 500 ABARTH (გამოშვების წელი: 2017) - 21,000 ევრო.

BRABUS ULTIMATE 125 (გამოშვების წელი: 2017) – 47, 000 ევრო.

TOYOTA CAMRY – (გამოშვების წელი: 2018)  66 116

TOYOTA LAND CRUISER 200 (გამოშვების წელი: 2018) – 164 054 ლარი


კახა კალაძემ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ქველმოქმედებაში 330 000 ლარი დახარჯა. პარტიას თბილისის მერმა 50 000 ლარი შესწირა.



ბაჩო ადამია






საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“ მარტში 65 000 ლარი შესწირა

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“  მარტში 65 000 ლარი შესწირა
access_time2020-07-08 13:01:37
შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.  „სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე...

საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, თუმცა, ეკონომიკური ვარდნა შეგვიმსუბუქდება

საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, თუმცა, ეკონომიკური ვარდნა შეგვიმსუბუქდება
access_time2020-07-08 12:00:10
„საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, რადგან ტურისტებიც დიდწილად შეიკავებენ თავს მოგზაურობისგან, თუმცა თუ ტურისტებს დავუშვებთ ეკონომიკური ვარდნა აუცილებლად შეგვიმსუბუქდება“,- ამის შესახებ კომერსანტს ბიზნესმენმა და ეკონომისტმა კონსტანტინე მოსიძემ განუცხადა.  მისი თქმით, დღეს ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იძლევა შესაძლებლობას, რომ საზღვრები გახსნას და ფრენები აღდგეს.   „საზღვრების ჩაკეტვის გამო ჩვენს მოსახლეობას...

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის
access_time2020-07-08 11:10:21
საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ქვეყნებია:გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. „ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს...


მსგავსი სიახლეები

up