2-3 თვეში ტორონტოს მიმართულებით ფრენების დაწყებას ვგეგმავთ - გიორგი კოდუა

2-3 თვეში ტორონტოს მიმართულებით ფრენების დაწყებას ვგეგმავთ - გიორგი კოდუა

access_time2022-07-13 13:30:04

2-3 თვეში ტორონტოს მიმართულებით ფრენების დაწყებას ვგეგმავთ, - ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას" „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა.

 

კანადაში, საქართველოს მსგავსად, EASA-ს (ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო) სტანდარტები მოქმედებს. შესაბამისად, გიორგი კოდუას განმარტებით, ავიაკომპანიას ფრენების დაწყების მხრივ პრობლემა არ შეექმნება.

 

რაც შეეხება აშშ-ს მიმართულებით ფრენებს, „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებლის განცხადებით, მინიმუმ 6 თვეში და მაქსიმუმ 1 წელიწადში ავიაკომპანია რეისების შესრულებას აშშ-სა და საქართველოს შორის დაიწყებს.

 


„ამერიკის რეისებზე მუშაობა დაწყებულია, მაგრამ ეს ადვილი არ არის. ამერიკის შეერთებული შტატები FAA [ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია] სტანდარტებზეა, ჩვენთან კი EASA სტანდარტები მოქმედებს. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა დანერგოს ახალი სტანდარტები, რაც დროში გაიწელება.

 

აქ სამი მხარეა, ერთი ავიაკომპანიაა - ჩვენ მზად ვართ მალე განვახორციელოთ ფრენები, მეორეა სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, რომელმაც ეს სტანდარტები უნდა დანერგოს და მესამეა აეროპორტი. სამივეს სჭირდება მზაობა. მას შემდეგ, რაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დანერგავს FAA სტანდარტებს, ნიუ-იორკის რეისს დავამატებთ“, - აცხადებს გიორგი კოდუა.

 

შეგახსენებთ, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ირაკლი ბაიდაშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის პირველი საცდელი ფრენა შესაძლოა 2022 წლის ბოლოს ან 2023 წლის დასაწყისში შესრულდეს. გიორგი კოდუას განცხადებით, 3 წელზე მეტია მისი კომპანია ამ პროექტზე მუშაობს და ფრენების დასაწყებად თვითმფრინავი უკვე ჩამოიყვანა.


businessformula.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up