1–ლი იანვრიდან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება გარკვეული კატეგორიის ორგანიზაციებისთვის სავალდებულო ხდება

1–ლი იანვრიდან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება გარკვეული კატეგორიის ორგანიზაციებისთვის სავალდებულო ხდება

access_time2018-11-15 17:34:25

2019 წლის 1 იანვრიდან, იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის, ვისაც ადმინისტრაციულ ორგანოებთან ბიზნეს/საქმიანი ურთიერთობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უწევს, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღებისას, ელექტრონულ დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა სავალდებულო ხდება. ამის შესახებ „კომერსანტს“ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს.



კვალიფიციური ელექტრონული შტამპის და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით მკვიდრდება დოკუმენტის დაცვის მაღალი სტანდარტები. კერძოდ, ახალი ცვლილების საფუძველზე მათი ელექტრონულ დოკუმენტზე გამოყენება ზრდის მის სანდოობას და დაცულობის ხარისხს. გარდა ამისა, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, დაზოგოს დრო, დაძლიოს მანძილი და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაამოწმოს დოკუმენტი ან გააფორმოს ხელშეკრულება.



იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ მასმედიის წარმომადგენლებთან კვალიფიციური სანდო სერვისების თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა. იგი ჟურნალისტებს ელექტრონულ დოკუმენტზე ელექტრონული კვალიფიციური შტამპისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების მნიშვნელობაზე ესაუბრა. სოსო გიორგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი გამოყენებით იზრდება დოკუმენტების დაცულობის ხარისხი. სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე სიახლის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის სააგენტოს მიერ დაწყებული საინფორმაციო კამპანია დააანონსა და საინფორმაციო ვიდეორგოლი წარადგინა.



იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, აუდიტი გაიარა საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორულ კომპანიაში, რომლის დასკვნის საფუძველზე მიიღო ავტორიზაცია, რათა პირველი ივლისიდან გაეგრძელებინა კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდება. სააგენტო ანალოგიურ აუდიტს მომავალშიც გაივლის, რაც, თავის მხრივ, დამოწმებული დოკუმენტების სანდოობის ხარისხის გარანტიაა.


დამატებითი ინფორმაცია კვალიფიციური ელექტრონული შტამპისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესახებ


კვალიფიციური სანდო სერვისების მნიშვნელობა: ელექტრონული სერვისების განვითარება და დანერგვა მნიშვნელოვნად ამცირებს ქაღალდის დოკუმენტბრუნვას და ამაღლებს დოკუმენტაციის დაცულობის ხარისხს. ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ადმინისტრაციული ორგანოები ეტაპობრივად გადადიოდნენ ელექტრონულ საქმისწარმოებაზე და დოკუმენტები ელექტრონულად იქმნებოდა, გადაწყდა, რომ სწორედ ელექტრონული საბუთები ჩათვლილიყო დედნებად და დოკუმენტები დადასტურებულიყო კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.


კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და კვალიფიციური ელექტრონული შტამპი ელექტრონული დოკუმენტის დამოწმების სანდო საშუალებაა.


დოკუმენტის დაცვის მაღალი სტანდარტები - კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა უტყუარად ადასტურებს ხელმომწერის ვინაობას და იცავს ხელმოწერილ დოკუმენტს. ელექტრონული დოკუმენტის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მისი გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამგვარი დოკუმენტების შექმნა უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების დაცვით ხორციელდება. კერძოდ, უზრუნველყოფილია დოკუმენტის დაცვა მანიპულაციისაგან – შეუძლებელია ხელმოწერილ დოკუმენტში რაიმე ცვლილების შეუმჩნევლად შეტანა.



სარგებელი, დროისა და რესურსის დაზოგვა - ელექტრონული მმართველობის განვითარებით საგრძნობლად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, იზოგება მწვანე საფარი და გარემო. მოქალაქეები/ორგანიზაციები დაზოგავენ დროს და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან წარადგენენ ელექტრონულ დოკუმენტებს კერძო და საჯარო უწყებებში. ცვლილების ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო დაცული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სანდოობის გარანტი იქნება.


მნიშვნელოვანია ის, რომ მოქალაქეებს/ორგანიზაციებს შეეძლებათ ელექტრონული სანდო სერვისით დამოწმებული დოკუმენტის სახლიდან გაუსვლელად, პორტალიდან (www.sda.gov.ge) ჩამოტვირთვა, ასევე, იმავე დოკუმენტის ელექტრონულადვე ​გადაგზავნა მიმღებთან, დამატებითი დამოწმების გარეშე, სახლიდან გაუსვლელად. კანონი ადმინისტრაციულ ორგანოებს ავალდებულებს, უარი არ თქვან ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტის მიღებაზე.


როგორ სრულდება ან იქმნება კვალიფიციური ელექტრონული შტამპი? - კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შესაქმნელად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და იუსტიციის სახლები სპეციალურ ბარათებს გასცემენ.


რაც შეეხება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებას - კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით.


· აუცილებელია, შენახული გვქონდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის PIN კოდების კონვერტი;


· თუ კონვერტი დაკარგეთ, ეწვიეთ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს ან სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს და მიიღეთ ახალი პინკოდები;


· თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორწელიწადნახევარზე მეტი ხნის წინ აიღეთ, თქვენ დაგჭირდებათ სერტიფიკატის განახლება. ამას Id.ge-დან გადმოწერილი პირადობის მოწმობის უნივერსალური პროგრამით შეძლებთ.


ელექტრონული დოკუმენტების მიღების რა საშუალებები არსებობს:


 მოქალაქეს შეუძლია, დოკუმენტი სახლიდან გაუსვლელად, შესაბამისი ვებპორტალიდან (www.sda.gov.ge) ჩამოტვირთოს;


შესაძლებელია, დოკუმენტი ჩაიწეროს ელექტრონულ მატარებელზე (CD და მეხსიერების ფლეშ ბარათზე) იუსტიციის სახლში ან სხვა დაწესებულებაში;


შესაძლებელია, მოქალაქემ საჭიროებისამებრ მოითხოვოს ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური ასლი ან ვერსია, რომელიც შესაბამისი ე.წ. „სველი ბეჭდით" იქნება დამოწმებული.


რატომ განისაზღვრა სააგენტო სანდო სერვისების მიმწოდებლად? - იმისათვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო კვალიფიციური სანდო მომსახურების განხორციელება, სააგენტომ უზარმაზარი სამუშაო შეასრულა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი მიღწევები:


 სააგენტომ დანერგა კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მომსახურება;


მოქალაქეებს, რომლებსაც პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობების (PIN და PUK) კოდების კონვერტები დაკარგული ჰქონდათ, სააგენტომ ახალი კოდების გაცემის მომსახურება შესთავაზა.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანა ელექტრონული სანდო მომსახურების დანერგვით მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს პოზიციებს ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებულ რეიტინგებში (მაგ., გაეროს ელექტრონული მმართველობის კვლევაში 2016 წელს საქართველო 61-ე პოზიციას იკავებდა 193 ქვეყანას შორის). ასევე, გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, რაც წაახალისებს ინვესტიციებს, ეს კი, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ახალი სტიმული გახდება.









ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
access_time2020-08-10 16:00:18
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...


მსგავსი სიახლეები

up