ქართული ფეხბურთი 198–მილიონიანი დაფინანსებითაც ვერ წავიდა წინ

ქართული ფეხბურთი 198–მილიონიანი დაფინანსებითაც ვერ წავიდა წინ

access_time2021-09-30 11:00:28

საქართველოში ფეხბურთის განვითარების, სტიმულირებისა და დაფინანსების სისტემატიზაციის მიზნით, 5 წლის წინ მთავრობამ ფეხბურთში ისედაც დასახარჯი თანხების ცენტრალიზაცია გადაწყვიტა და 2016 წლის 26 თებერვალს დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვითაც ყოველ წელს სპორტის ამ სახეობაზე 55 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა, ანუ 5 წელიწადში 265,7 მილიონი ლარი. პროექტი 2016-2020 წლებზე იყო გათვლილი.





2017 წლის 1-ელ ივნისს ფეხბურთის დაფინანსების პროგრამაში, მთავრობის დადგენილებით, თანხები 45.6 მილიონ ლარამდე შემცირდა, ანუ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ბიუჯეტი 211.1 მლნ ლარი გახდა, 2020 წელს კი ამ თანხას კიდევ 13 მილიონი დააკლდა.
198-მილიონიანი პროგრამის ხარჯების სტრუქტურული განაწილება ასეთია: „პროგრამის მიზნობრივი მაჩვენებელი – საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2021 წწ) სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ყოველწლიურად 80 საფეხბურთო კლუბისა და სამოყვარულო ლიგის სტაბილური დაფინანსება; საფეხბურთო განათლების ხელშემწყობი პროგრამების 130-მდე ბენეფიციარი; 30 მასობრივი ღონისძიება“.



2016 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის მაშინდელი დირექტორი ზაზა დოლიძე ქართველ გულშემატკივარს ამ თანხებით ფეხბურთში რევოლუციურ გარღვევას ჰპირდებოდა. თუმცა, ფონდის შექმნის შემდეგ, ქართული ფეხბურთის დონე სანაკრებო და საკლუბო საფეხურზე უფრო გაუარესებულია. ქართული ფეხბურთის არასახარბიელო მონაცემებზე უეფას და ფიფას რეიტინგებიც მეტყველებს. 2016 წელს, როდესაც კლუბები ფონდის დაფინანსებაზე გადავიდნენ, უეფას საკლუბო რეიტინგში საქართველო 54 ქვეყანას შორის 36-ე ადგილზე იყო, ბოლო 5 წლის მანზილზე კი ქვეყანა 7 ადგილით დაქვეითდა და 43-ე ადგილზე აღმოჩნდა.




მიუხედავად არასახარბიელო შედეგებისა და ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიური მდგომარეობისა, პროგრამის დაფინანსების საკითხის გადახედვა აღარ მომხდარა და 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის (პირველი და მეორე წარდგენის) ვერსიებში ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის 37-მილიონიანი დაფინანსება არის განსაზღვრული.



„კომერსანტი“ დაინტერესდა, რაში ხარჯავს ფეხბურთის განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ 198 მილიონ ლარს და რამდენად გამართლებულია ბიუჯეტიდან ასეთი დიდი თანხებით წამგებიანი ფონდის დაფინანსება. ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ სპორტი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ბიზნესი, ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს.



„კომერციული სპორტის დაფინანსება ბიუჯეტიდან არ უნდა ხდებოდეს, არამარტო ფეხბურთის. ეს ხომ არ არის გართობა, ეს არის ბიზნესი, რომელმაც აქეთ უნდა მოუტანოს ბიუჯეტს შემოსავალი. ბევრად მაღალი ხარისხი იქნება თუ სპორტი გახდება კომერციული და ადამიანები ორიენტირებული იქნებიან მოგებაზე. ეს არის ბინესი და მისი დაფინანსება ისევე არ შეიძლება, როგორც სხვა ნებისმიერის. რადიკალურად უნდა შევცვალოთ ეს დამოკიდებულება“, - ამბობს პაატა შეშელიძე.


აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსების 81%-ზე მეტი ქვეყანაში უკვე მოქმედი საფეხბურთო კლუბების საბიუჯეტო სუბსიდირებაზე მიიმართა, დანარჩენი თანხები (19%) კი საფეხბურთო განათლებისა და მასობრივი საფეხბურთო ღონისძიებების (მატჩების, ფესტივალების) დაფინანსებისთვის გადანაწილდება.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up