190 ათას მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება

190 ათას მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება

access_time2022-08-03 14:00:00

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 190000 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.


„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-იან მაჩვენებელზე შენარჩუნდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 9459 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.


1 ივნისიდან 1 ივლისამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა შემცირებულია 500 ხელშეკრულებით, თუმცა, მთლიანი პორტფელი - 8956 მილიონიდან 9459 მილიონ ლარამდე გაიზარდა.


190000 ხელშეკრულებიდან 83400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1389 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ივლისის მდგომარეობთ 19.89% შეადგინა.


რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ივლისის მონაცემებით 70800 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.63%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3088.3 მილიონი ლარია.


34700 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 ივნისთან შედარებით 300-ით ნაკლებია. მთლიანი პორტფელი 4928.8 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1252.6 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 15.75%-ში, ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ივლისის მონაცემებით 3676 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 14.62%-ში.



ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ივლისის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 20.2 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 22.27%-ში გაასესხეს.


ასევე გაცემულია 300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 28.9 მილიონი ლარია.


1 ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.1%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ავტო სესხზე - 22.27%-ია, რომელსაც მოყვება სამომხმარებლო სესხი - 19.89%-იანი განაკვეთით.


1 ივლისის მდგომარეობით, შესამჩნევადაა გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა შემცირებულია. 1 ივნისთან მონაცემებთან შედარებით საპროცენტო განაკვეთების არსებითი ცვლილება არც ერთი მიზნობრიობით გაცემულ სესხებში არ შეიმჩნევა.


„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების გამომწვევი შიდა და გარე ფაქტორების შესუსტების გამოძახილია. პანდემიით გამოწვეულ ინფლაციას თან დაერთო რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი რისკებიც, მსოფლიო ბაზარზე გარკვეულ სასაქონლო კატეგორიებზე ფასების ზრდა. მიმდინარე ინფლაციამ შემცირება დაიწყო, თუმცა იგი კვლავ მაღალია. ივლისის თვის ინფლაციამ 11.5% შეადგინა, რაც ზემოაღნიშნული შოკების გამორიცხვის გარეშე უფრო მეტად შემცირებული უნდა ყოფილიყო სხვა თანაბარ პირობებში. ინფლაციის შემცირებაზე დადებითად მოქმედ ფაქტორებს შორის, შესაძლებელია, გამოვყოთ ლარის გამყარება და შედარებითი სტაბილურობა, რაც იმპორტირებული ინფლაციის შესუსტებას განაპირობებს.


გაზრდილია როგორც შიდა, ასევე საგარეო მოთხოვნა. ასევე მნიშვნელოვნადაა შენარჩუნებული საკრედიტო აქტივობა, სამომხმარებლო და უცხოური ვალუტის სესხების ხარჯზეც. რეკორდულადააა გაზრდილი გადმორიცხვები, რაც მოხმარებას ასტიმულირებს და შესაბამისად ზრდის ერთობლივ მოთხოვნას. ეს ფაქტორიც მნიშვნელოვნად აფერხებს ინფლაციის შემცირების ტემპს.


შემდგომ თვეებში კლება მოსალოდნელია, თუმცა გაგრძელებული ინფლაციის ფონზე, ახალი შოკის დამატების პირობებში, უარყოფითი ინფლაციური მოლოდინების ფორმირების გაზრდილი რისკია, რითიც აიხსნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის არსებულ დონეზე შენარჩუნება. სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია თავის მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის შუა პერიოდისთვის დაუბრუნდება.


მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების მიხედვით, გაძლიერებულ ინფლაციურ ზეწოლას დიდი ცენტრალური ბანკები უკვე გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას უპირისპირებენ, მაგ: აშშ-ის და ევროპის ცენტრალური ბანკები, რომლებიც საპროცენტო განაკვეთებს საკმაოდ ხანგრძლივად, ნულოვან ნიშნულთან ინარჩუნებდნენ. ხსენებულ გამკაცრებას, შესაძლებელია, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ეფექტი ჰქონდეს უცხოური ვალუტის სესხების ნაწილში. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ბანკს, მათ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება შედარებით ადრე დაიწყეს, მზარდი ინფლაციური ზეწოლიდან გამომდინარე, რაც პანდემიისგან გამოწვეულმა შოკებმა მოიტანა. სავარაუდოა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, ეროვნულმა ბანკმა სხვა მაკროპრუდენციული ბერკეტებიც აამოქმედოს. მონეტარული სტაბილურობისათვის აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციასთან“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up