კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0385 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე კი დილიდან ვაჭრობა $1/3.0466 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.0322-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გამყარდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/6.8569 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 6.8454-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი დღის განმავლობაში მცირედით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/479.5900 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 480.3100-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.7000 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.7000-ის ნიშნულზე იყო.