18 ნოემბრის აქციისას დაკავებული ყველა პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

18 ნოემბრის აქციისას დაკავებული ყველა პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

access_time2019-11-20 10:23:34

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ყველა პირი, ჯამში 36 ადამიანი გაათავისუფლა. მათი სასამართლო პროცესი ხვალ, 13:00 საათიდან სხვადასხვა დროს გაიმართება.


კერძოდ, გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხზე სასამართლო 20 ნოემბერს 13:00 საათზე იმსჯელებს.


6 პირის - ელგუჯა ბაგრატიონის, გურამ მჭედლიშვილის, ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი ბუნტურისა და ლუკა ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი 20 ნოემბერს, 13:30 საათზე ჩატარდება. ხოლო ირაკლი ჩიხრაძის, ლევან გორგაძის, ხვიჩა ბიწაძის, რევაზ ნიჟარაძის, დავით ბერუაშვილის, პაატა მანჯგალაძის, ნოე ლაშხისა და გოჩა მჟავანაძის სასამართლო პროცესი 20 ნოემბერს, 14:30 საათზე გაიმართება.


ასევე, 18 ივნისის აქციაზე დაკავებულები თორნიკე ჩაჩანიძე, ირაკლი ფავლენიშვილის, ვლადიმერ ვართანოვი, გიორგი კოპალიანი, შოთა მათითაიშვილი, ირაკლი მაისურაძე, ბესიკ ლიპარტელიანი, ალექსანდრე ლიპარტია, გიორგი მონავარდისაშვილი, დავით გეგიაძე, მიხეილ კაკაურიძე, დაჩი იმედაძე, ლევან ნოზაძე, გიორგი ეკიზაშვილი, ალექსანდრე ნაცარაშვილი, იმედა კლდიაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. 



სასამართლომ ასევე იმსჯელა "გირჩის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საკითხზეც, რომელიც ხელწერილით იყო გათავისუფლებული ადმინისტრაციული პატიმრობიდან. მის საკითხზე მსჯელობა, 20 ნოემბერს, 17:50 საათზე გაგრძელდება.


აღსანიშნავია, რომ პირველი 20 პირის საკითხზე მსჯელობის შემდეგ, 17 დაკავებულის ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა ცალ-ცალკე იმსჯელა და პროცესები 20 ნოემბერს, 5-5 წუთიანი შუალედებით ჩანიშნა.


ყველა აქტივისტი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა და მათ დარბაზი დატოვეს. აქტივისტების გათავისუფლებას დარბაზში მყოფი მათი ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები ტაშით და შეძახილებით -"შეცვალე" ხვდებოდნენ.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირი იყო დაკავებული, აქედან ერთი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გუშინვე გაათავისუფლდა.


ipn.ge





გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up