„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“

„საიდუმლო ოთახი“ ხელოვნების სასახლეში 18 მაისიდან გაიხსნა – გიორგი კალანდია გადაცემაში „ბრენდი საქართველო“

access_time2022-05-18 18:30:34

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელოვნების სასახლეში საინტერესო სიახლეებია დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი ხელოვნების სასახლეში იმ „საიდუმლო ოთახის“ გახსნაა, რომელიც ლეგენდარული სიყვარულის ისტორიას უკავშირდება. სიყვარულის ისტორიაზე და საიდუმლო ოთახზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ ისაუბრა

 

როგორც გიორგი კალანდიამ აღნიშნა, ხელოვნების სასახლეში არის საიდუმლო ოთახი, რომელშიც პრინცი ოლდენბურგი და პრინცესა ოლდენბურგი აგრაფინა ჯაფარიძე - დადიანისა ერთმანეთს ხვდებოდნენ, ლეგენდის თანახმად ოთახში მოსახვედრად ლაბირინთის და ხვეული კიბის გავლა იყო საჭირო.

 

„სასახლეში იყო და არის საიდუმლო ოთახი, სადაც პრინცი ოლდენბურგი და პრინცესა ოლდენბურგი აგრაფინა ჯაფარიძე - დადიანისა ერთმანეთს ხვდებოდნენ, ოთახში მოსახვედრად მათ  ლაბირინთი უნდა გაევლოთ, ისინი  ერთმანეთს  საიდუმლოდ ხვდებოდნენ მანამ სანამ იმპერატორისგან ნებართვას მიიღებდნენ და მათი ქორწინება ოფიციალურად შედგებოდა. ლეგენდის თანახმად, პრინცმა ოლდენბურგმა სიყვარულის კოშკი ააშენა და თავის გულის რჩეულს მიუძღვნა. 

 

იმ დროინდელ ტიფლისში იყო ძალიან ლამაზი ქალბატონი აგრაფინა ჯაფარიძე, პრინც  ტარიელ დადიანის  მეუღლე,  რომელიც ძალიან  ნიჭიერი და  მომხიბვლელი იყო და მიხაილ ზიჩი ცნობილი უნგრელი მხატვარი, რომელიც ჩამოსული იყო საქართველოში ვეფხისტყაოსნის ცოცხალი სურათების დასახატად,  მან აგრაფინა  ჯაფარიძეს შესთავაზა, რომ  ვეფხისტყაოსნის  სურათებისთვის  შეესრულებინა ნესტან დარეჯანის როლი,  ამ  ღონისძიებას რუსეთის იმპერატორის ოჯახის უახლოესი წარმომადგენელი პრინცი  ოლდენბურგი დაესწრო, რომელიც ძალიან მდიდარი იყო, გარდა ამისა მისი ძმა იყო  გაგრის მფლობელი, თვითონ კი ფლობდა რამდენიმე კომერციული ორგანიზაციას და შამპანურის ქარხანას, იყო  უცოლო მაგრამ მექალთანე და ძალიან მოეწონა აგრაფინა  ჯაფარიძე,  ძალიან დიდი ხანი ცდილობდა ამ  გათხოვილი ქალის გულის მოგებას, მის მეუღლეს მილიონი ოქროს  თუმანიც კი შესთავაზა. ბოლოს  ასეთი  გამოთქმაც კი არსებობდა „ტარიელმა პრინცს მისცაო აგრაფინა კისკისაო“ ამ უკვდავი სიყვარულის  ნიშნად აშენდა ეს სასახლე,  მას  სიყვარულის  სასახლესაც კი  ეძახდნენ, ამიტომ  ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ,  რომ  ერთის მხრივ ის სამუზეუმო კოლექციები, რომელიც არის სასახლეში განთავსებული და შეიძლება ორგანულად  ამ სასახლის  ისტორიას არ  უკავშირდებოდეს და  მეორე  თავად  ეს თავგადასავალი,  რომელიც სასახლის  წარსულის  განუყრელი  ნაწილია  ერთმანეთთან დაეკავშირებინა,  ამიტომ  ჩვენთან მოსული დამთვალიერებელი  ცდილობს ამ  ორი ამბის  ერთმანეთთან  დაკავშირებას“. -  აღნიშნა გიორგი კალანდიამ.

 

კალანდიას თქმით ხელოვნების სასახლეში დანამდვილებით არ იცოდნენ , რომ ეს  ოთახი ნამდვილად არსებობდა, სასახლის უხუცესმა თანამშრომლებმაც იცოდნენ  რომ ოთახის  არსებობა იყო ლეგენდა, თუმცა შენობის რესტავრაციის  დროს „საიდუმლო ოთახი“ მაინც აღმოაჩინეს.

 


„ჩვენ ნამდვილად არ ვიცოდით, რომ სასახლეში ეს საიდუმლო ოთახი არსებობდა,  საგაზეთო სტატიებიდან ვიცოდით, რომ ასეთი საიდუმლო  ოთახი იყო, მაგრამ საიდუმლო სწორედ  იმიტომ იყო,   რომ მისი  პოვნა  ადვილად  არ ხდება. უხუცესმა თანამშრომლებმაც იცოდნენ რომ ეს იყო ლეგენდა და მეც ჩავთვალე  რომ ეს  იყო  ლეგენდა. ჩვენი  შენობა  ძალიან მძიმე მდგომარეობაში  იყო და ერთ-ერთი  მორიგი  წვიმის  დროს,  როცა  ძალიან  დიდი  წვიმა  მოვიდა  სახურავიდან  წყალმა  დაიწყო  ჩამოსვლა, ჩემ მოადგილეს  ვთხოვე,  რომ სხვენზე  ავსულიყავით იმის  დასადგენად  თუ  საიდან  მოდიოდა  ეს წყალი  და  სახურავზე მოხვედრილებმა  აღმოვაჩინეთ, რომ ის განსაკუთრებულად  იყო  გაკეთებული.  ეს  იყო სხვენისთვის  შეუსაბამო  სივრცე და  საგანგებოდ მომზადებული ,  ლაბირინთის  მსგავსი  კორიდორი  სპეციალური  კიბეები, მოხეული  კორიდორები და ამ  გზამ  მიგვიყვანა  ერთ  პატარა  ლამაზ  ოთახამდე , რომელშიც ავეჯის  ფრაგმენტები იყო  გადარჩენილი. 18 მაისს ზუსტად ამ სივრცის დათვალიერებას შეძლებს მოსული დამთვალიერებელი“. -  აღნიშნა  გიორგი კალანდიამ.

 

კალანდიას  თქმით, მუზეუმი შეიძლება, რომ ქვეყნის ბრენდი იყოს, რომლითაც  ქვეყანა იამაყებს, მისივე  თქმით როდესაც ვახსენებთ  ლუვრს, ასოციაცია ჩნდება საფრანგეთზე, ამიტომ მუზეუმებს  ქვეყნის  წარმოჩენისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

“საქართველო ამ თვალსაზრისით  გამორჩეული  ქვეყანაა, ქვეყანა  რომელშიც  არის  ხახულის  ხატი და  ქვეყანა რომელსაც აქვს  ფიროსმანის  შემოქმედება  მას თავისუფლად შეუძლია, რომ ეს ნაწილი მსოფლიოში ცნობადი გახადოს და საქართველო როგორც ბრენდად წარმოაჩინოს, ქვეყანას ამის რესურსი ნამდვილად აქვს   და ვფიქრობ რომ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას  იწყებს.

 

როცა ჩვენ ხელოვნების  სასახლეში მივედით  ასეთი  არჩევანის  წინაშე ვიდექით წავსულიყავით  კლასიკური  გზით,  რომელიც  ნაკლებ „პიპულიზმს“ მოიცავს და  ნაკლებად  ცნობადია,  თუ  წ ავსულიყავით  იმ  გზით  რომ მოგვეძებნა  ამბები, რომელიც  ხელოვნების  სასახლეს  ყველანაირი ფენისათვის მიმზიდველს გახდიდა“. -  აღნიშნა  გიორგი კალანდიამ.



თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up