18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია.
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 3.1587–ს შეადგენს. ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე კი დილიდან $1/3.1700 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1638-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში დაახლოებით 8.684 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/8.7210 ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 8.7201-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გამყარდა და დოლართან მიმართებაში 513.56 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/513.5600 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 514.1300 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებაში 1,7 მანათს უტოლდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/1.6986 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6991 ნიშნულზე იყო.