ეროვნული ბანკის მიერ 18 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.56 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8348 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.35%-ით გაუფასურდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8300 იყო.
თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.5 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.83%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 17.5071-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 415.2 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.23%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 415.2500-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 17:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6935 ნიშნულზე იყო.