პარლამენტის ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მეათე მოწვევის პარლამენტი, საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, მინისტრების მოსმენას იწყებს.
„მიმდინარე კვირაში, ოთხშაბათს გვექნება საქართველოს მთავრობის წევრის, ვიცეპრემიერის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მოსმენა პარლამენტში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ამავე კვირაში, დეპუტატები 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავენ.
imedinews.ge