17 სექტემბერს საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება

17 სექტემბერს საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება

access_time2019-09-11 22:30:27

თბილისში 17 სექტემბერს საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმი გაიმართება.ბიზნესფორუმში საკვები პროდუქტების – ხორცის, რძის, საკონდიტრო ნაწარმის, ყავის და ჩაის მწარმოებელი 23 უკრაინული კომპანია და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ქართველი მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას.


ღონისძიების მონაწილე კომპანიებს საშუალება ექნებათ, ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე ბიზნეს ურთიერთობების არეალი გააფართოონ.



ბიზნესფორუმი EU4Business-EBRD-ის, ასევე უკრაინის ექსპორტის ხელშეწყობის ოფისის ინიციატივითა და უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარების სამინისტროს, საქართველოში უკრაინის საელჩოსა და „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით იმართება.


1tv.ge





საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან  18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი
access_time2020-01-17 19:00:02
ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან 38 უკვე გაიყიდა, საიდანაც 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა. კერძოდ, ამ დროისთვის გაყიდული ქონების საერთო მოცულობამ 47 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 8 მლნ ლარზე მეტი (8 387 700 ლარი) კერძო პირებმა გადაიხადეს. ამასთან ერთად, ყველაზე ძვირად თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა/მიწის ნაკვეთი და მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი...

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა
access_time2020-01-17 13:00:43
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“  გაიხსნა.  მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის...

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს
access_time2020-01-17 17:00:50
ზამთრის კურორტებს წელს რთული სეზონი ჰქონდათ. უჩვეულოდ თბილი და უთოვლო ზამთრის გამო,საქართველოს სამთო კურორტები  ტურისტების შემცირებულ რაოდენობას მასპინძლობენ. თოვლის გარდა, მთის კურორტები სხვა გამოწვევის წინაშეც იდგნენ, უწყლობის გამო, ბაკურიანსა და გუდაურში ტურისტები ან არ ჩადიოდნენ ან უკვე დაჯავშნილ სასტუმროებს ტოვებდნენ. კერძო სექტორის თქმით, უწყლოდ დარჩენილ კურორტზე ზამთრის სეზონი...

ვანის ღვინის ქარხანა „არგონავტები“ სავარაუდოდ, 2021 წელს გაიხსნება

ვანის ღვინის ქარხანა „არგონავტები“ სავარაუდოდ, 2021 წელს გაიხსნება
access_time2020-01-17 15:35:47
ბიზნესმენმა, „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელმა  ბეჟან წაქაძემ  ვანში, ღვინის ქარხანა „არგონავტების“ გახსნა 1 წლით გადადო. ამის შესახებ „კომერსანტს“ თავად ბიზნსმენმა განუცხადა. მისი ინფორმაციით,ქარხანა 2021 წელს გახსნება,შესაბამისად, ყურძენს მომავალი წლის ოქტომბერში მიიღებს. მიზეზი, რის გამოც პროექტის განხორციელება დროებით გადაიდო, ადგილზე არსებული სამუშოებია.  „როდესაც ეს ქარხანა ვიყიდე, მეგონა, რომ სხვა მოცემულობა დამხვდებოდა. როგორც აღმოჩნდა,...

იტალიელები ქუთაისში ჩამოვიდნენ – „გვინდა, კარგი კლუბი შევქმნათ“

იტალიელები ქუთაისში ჩამოვიდნენ – „გვინდა, კარგი კლუბი შევქმნათ“
access_time2020-01-17 14:40:38
ქუთაისში ფაბიო მანინი და იტალიელი ბიზნესმენების ჯგუფი იმყოფებიან, რომლებსაც ქუთაისის „ტორპედოს“ საკუთრებაში აყვანა სურთ.ქუთაისელ გულშემატკივართა კლუბმა „ჩვენ ვართ ტორპედო“-მ იტალიელი ბიზნესმენის მიერ შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარი გაავრცელა. „ქუთაისში იმისთვის ვარ, რომ ვიყიდო და ვმართო ქუთაისის „ტორპედო”. ამ საკითხს ქუთაისის მერიასთან განვიხილავ. ველოდებით, რომ ეს შეთანხმება, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ. მანამდე კი სპონსორის ვალდებულებები დავაზუსტეთ, რაც ჩვენ...


მსგავსი სიახლეები

up