17 იანვრიდან სოციალური სააგენტოს 390 თანამშრომელი გაფიცვას იწყებს

17 იანვრიდან სოციალური სააგენტოს 390 თანამშრომელი გაფიცვას იწყებს

access_time2022-01-15 12:30:53

17 იანვრიდან სოციალური სააგენტოს 390 თანამშრომელი გაფიცვას იწყებს. მათი მოთხოვნა ხელფასის 100%-ით გაზრდაა.  როგორც სოლიდარობის ქსელის იურისტი, დავით თომსარაშვილი აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა და პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.


„სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ჰქონდათ და აქვთ კოლექტიური დავა სააგენტოსთან. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს და ღირსეულ ანაზღაურებას. სააგენტო ამდენი ხნის მანძილზე არასერიოზულად უდგება ჩვენს პროტესტს, რამაც შესაბამის შედეგამდე მიგვიყვანა“,- აცხადებს თომსარაშვილი.


მისი განმარტებით, 12 წელია სოციალური აგენტების ხელფასი არ გაზრდილა.


„გაზრდილი ინფლაციის პირობებში აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო პირობები, კერძოდ აუნაზღაურდეთ სატრანსპორტო ხარჯები და ჰქონდეთ სადაზღვევო პაკეტიც“,- აღნიშნავს იურისტი.


სოციალური მომსახურების სააგენტოს საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. 




სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვის საკითხს ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი. თეონა ჭალიძეს მიაჩნია, რომ ამ ადამიანებს უკვე წლებია ატყუებენ და სწორედ ამიტომ უკვე მერამდენედ უწევთ საკუთარი უფლებების დასაცავად გამოსვლა. ჭალიძის თქმით სოციალური აგენტების მოთხოვნები სრულად ლეგიტიმური და სამართლიანია და ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს


"სოციალური აგენტები არაერთხელ მოატყუეს ჯანდაცვის მინისტრებმა, ისინი სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრის ზღვარზე ლამის თავად არიან. მათი ყველა მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. მოთხოვნები ლეგიტიმური და სამართლიანია.  390-მდე დასაქმებული ითხოვს: გაწეული სამუშაოს ტარიფების და სამგზავრო ხარჯის ანაზღაურების გაზრდას, დეკრეტული შვებულების სრულყოფილ ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას, ბიულეტენზე ყოფნის დროს სამუშაო ანაზღაურების შენარჩუნებას და პროფესიულ კავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების დადებას. სოლიდარობას ვუცხადებ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს, სოციალურ აგენტებს, რომლებიც უკვე მერამდენედ იწყებენ გაფიცვას თავიანთი შრომითი უფლებებისთვის, რადგან ამ ადამიანებს წლებია უკვე ატყუებენ და არაფრად აგდებენ. ვნახოთ რა რეაქცია ექნება ექიმების ოჯახში გაზრდილ, ხუთი შვილის მამას ჯანდაცვის მინისტრის ამპლუაში სოციალური აგენტების გაფიცვაზე" - თეონა ჭალიძე 



წყარო: "ბიზნეს ფორმულა"




24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

24 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-24 18:00:29
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.31 თეთრით 3.0763- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0712 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1 თეთრით 3.4808-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.76 თეთრით 4.1515-მდე, 100 რუსულ რუბლთან 11.10 თეთრით 3.9149-მდე, თურქულ ლირასთან 0.10 თეთრით 0.2287-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან კი 0.22 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.33 თეთრით 1.8134-მდე...

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...


მსგავსი სიახლეები

up