16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

access_time2019-07-21 17:40:17

არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამშენებლო კომპანიის დირექტორ​ის შიშუ პალ ბურდაკის ადვოკატის განცხადებით, სასამართლო საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება და ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

„მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთან, რომელზეც ჯერ კიდევ არაა დადასტურებული მიუძღვის თუ არა მასში რაიმე ბრალი შიშუ პალს.სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, რა თქმა უნდა. აშკარაა, რომ სასამართლო ამ ეტაპზე იმყოფება საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ“,- განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ადვოკატი ბაჩუკი ქირია განმარტავს, დაღუპული არასრულწლოვანი მუშა იმ კომპანიის დაქირავებული არ ყოფილა, რომელსაც შიშუ პალ ბურდაკი ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, მუშებს ობიექტზე შესვლისა და დემონტაჟის დაწყების უფლებაც არ ჰქონდათ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია სახელმწიფო ბრალდება. პროკურორ ირაკლი ქარდავას თქმით, ბრალდების მხარემ საკუთარი შუამდგომლობა დაასაბუთა იმით, რომ არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები. 


„ბრალდებულს ბრალი ედება იმაში, რომ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალდების მხარემ საკუთარი შუამდგომლობა დაასაბუთა იმით, რომ არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები. შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდებულის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა“, - განაცხადა ქარდავამ. 

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზედაკავებული სამშენებლო კომპანიის დირექტორი შიშუ პალ ბურდაკი ბრალს არ აღიარებს.

სამართალდამცველებმა სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი, 19 ივლისს დააკავეს.

16 ივლისს თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.


Imedinews 





„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up