16 სექტემბერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები დაიწყება

16 სექტემბერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები დაიწყება

access_time2018-09-13 16:46:17

2018 წლის 16 სექტემბერს, 14:00-ზე, ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყების ოფიციალური ღონისძიება გაიმართება. როგორც „კომერსანტს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“-დან აცნობეს, ანაკლიის სანაპიროზე მუშაობას დაიწყებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“, რომელიც უკვე საქართველოშია და ის ამ წუთებში ანაკლიის სანაპიროსკენ მიემართება.



საზღვაო სამუშაოების დაწყების ოფიციალურ ღონისძიებას ანაკლიის პორტის პროექტის დამფუძნებელი და მენეჯმენტი, სამთავრობო უწყებების და საერთაშორისო კომპანია „ვან ოორდის“ წარომადგენლები დაესწრებიან. ანაკლიის პორტის მშენებლობისას დაგეგმილი საზღვაო სამუშაოები, მთლიანობაში, თავისი მასშტაბით და საინჟინრო გადაწყვეტით, საქართველოსთვის უპრეცედენტოა. მის ფარგლებში, გემი „ათენას“ გამოყენებით, ანაკლიის პორტში მოხდება ფსკერის დაღრმავება და ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღება და ნაპირზე განთავსება. საზღვაო მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ჩაატარებს.




ამ დროისათვის, ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მშენებლობის შემდეგი ეტაპისთვის მობილიზაცია დასრულებულია. ტერიტორიაზე თავმოყრილია რეკლამაციის მასშტაბური სამუშაოებისთვის მოდერნიზებული მძიმე ტექნიკა და სადრენაჟო სისტემა, რომელიც საქართველოში „ვან ოორდის“ გემებმა ჩამოიტანეს. პორტის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 2.5 კმ სიგრძის წყალზე მოტივტივე მილები, ვერტიკალური დრენაჟები, რომელთა ჯამური სიგრძე 3,500 კმ-ს უტოლდება. აშენებულია 10 კმ-ის სიგრძის დამბა ზღვიდან ამოღებული დიდი რაოდენობით ქვიშის დასაკავებლად და 2,5 კმ-ის სიგრძის სამელიორაციო არხი. 110 ჰა ფართობის ტერიტორია სრულად გასუფთავებულია და მომზადებულია 5 მლნ კუბური მეტრის ქვიშის განსათავსებლად. მონტაჟდება წყლის მარეგულირებელი სპეციალური სისტემა.



110 ჰა ფართობის ტერიტორიაზე მოხსნილი და დასაწყობებულია მიწის ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება. 








„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up