კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კი აშშ დოლართან მიმართებაში 3%-ით გაუფასურდა. დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა, სადაც 40 მილიონი დოლარი გაიყიდა. ამ ოპერაციის მიუხედავად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 0.01 თეთრით გაუფასურდა და დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 3.1547 ლარი შეადგინა.
ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზეც გაუფასურდა. დილიდან ვაჭრობა $1/3.1645 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1775-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/7.4919 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.5036-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამი დღის განმავლობაში უმნიშვნელოდ გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/485.6300 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 485.7100 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.6988 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6988-ის ნიშნულზე იყო.