16 ქართული კომპანია საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში Anuga 2021 მონაწილეობს

16 ქართული კომპანია საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაში Anuga 2021 მონაწილეობს

access_time2021-10-12 21:00:00

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, The USAID Agriculture Program -ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: “მზაობა ვაჭრობისთვის” მხარდაჭერით, 2021 წლის 9-13 ოქტომბერს, 16 ქართული კომპანია სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა - Anuga 2021-ში იღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.


„გამოფენა ტრადიციულად ქალაქ კიოლნში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმართება, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 165 000 ვიზიტორი და 7 400-მდე გამომფენი მონაწილეობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში, რომლის მიზანია ბიზნეს კავშირების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვეთებთან, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.


ქართული დელეგაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით მოცემულ გამოფენაში მეოთხეჯერ იღებს მონაწილეობას.



აღსანიშნავია, რომ გამოფენა „Anuga“ 2021-ზე საქართველო პირველად იქნება წარმოდგენილი ახალი სტენდის დიზაინით, რომელიც USAID Agriculture Program-ის მხარდაჭერით შემუშავდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე განხორციელდა რამდენიმე კომპაანიისათვის გამოფენაში მონაწილეობის ხარჯების თანადაფინანსება და საქართველოს სტენდის სარეკლამო ბანერების დამზადება, რომელშიც ასევე ჩართული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „მზაობა ვაჭრობისთვის.“


ქართული დელეგაცია აღნიშნულ გამოფენაზე მრავალფეროვანი პროდუქციით არის წარმოდგენილი, კერძოდ: სხვადასხვა თხილეულის, ხილის პროდუქტის, ბოსტნეულის და ხილის ნატურალური წვენების, თაფლის, დაფნის, მშრალი ხილის (ჩირის), ღვინის/ცქრიალა ღვინის და ჩაის პროდუქტები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...


მსგავსი სიახლეები

up