16 ოქტომბერი მსოფლიო სურსათის დღეა

16 ოქტომბერი მსოფლიო სურსათის დღეა

access_time2021-10-16 10:31:32

16 ოქტომბერს საქართველოში, ისევე როგორ მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში,„მსოფლიო სურსათის დღე“, გაეროს კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ამ დღეს მსოფლიოს შეახსენებს იმ გლობალურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც პლანეტის მოსახლება დგას.

 

როგორც FAO-ს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, წელს, მგდომარეობა განსაკუთრებით რთულია და გამომწვევი მიზეზებიც მრავლად არის.

 

„COVID-19-ით გამოწვეული პანდემია გლობალურ პრობლემად რჩება, იგრძნობა კლიმატის ცვლილების ზეგავლენა, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება კონფლიქტებისა და ჰუმანიტარული კატასტროფების გამო. წლებია, სურსათის უსაფრთხოების პრობლემა არ ყოფილა ასეთი მწვავე“, - აცხადებს FAO-ს გენერალური დირექტორი, კუ დონჟუ.

 

პანდემიის პერიოდში დაახლოებით 100 მილიონით გაიზარდა მსოფლიოში იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც საკვებზე ხელი არ მიუწვდება. FAO-ს განახლებული მონაცემებით, მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა 811 მილიონს აღწევს.პარადოქსია ის ფაქტი, რომ, რეალურად, მსოფლიოში საკმარისი რაოდენობის სურსათი იწარმოება, საიდანაც14% წარმოების პროცესში, ხოლო 17% მოხმარებისას იკარგება. ამას ემატება მავნებლებისა და დაავადებების ზემოქმედება, ბუნებრივი კატასტროფები, ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატების განადგურება, კონფლიქტები და, შედეგად, შეუძლებელი ხდება პლანეტის მოსახლეობის დაპურება.

 


„FAO-მ, როგორც სურსათისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ლიდერმა ორგანიზაციამ, შეიმუშავა გარკვეული გეგმა, რომლის მიხედვითაც, გვჯერა, რომ შევძლებთ ამ გლობალური პრობლემების დაძლევას.

„ჩვენი მიზნები ამ დევიზში გავაერთიანეთ: უკეთესი წარმოება, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო და უკეთესი სიცოცხლე.ჩვენ დავსახეთ მომავალი 10 წლის სტრატეგიული გეგმა, გავწერეთ კონკრეტული ქმედებები, რომ ჩვენი დევიზი რეალობად ვაქციოთ“, - აცხადებს FAO-ს გენერალური დირექტორი.

 

„მსოფლიო სურსათის დღის“ გლობალურ აღნიშვნას უერთდება საქართველოში FAO-ს წარმომადგენლობაც და სურსათის უვნებლობის თემაზე ორკვირიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს.წელს  საქართველოში მსოფლიო სურსათის დღის მხარდამჭერი იქნება შეფი და კვების ტექნოლოგი ლუკა ნაჭყებია, რომელიც სურსათის უვნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთვება.

 

„FAO-ს წარმომადგენლობა საქართველოში მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს „მსოფლიო სურსათის დღეს“, რომელიც, ამავდროულად, ორგანიზაციის დაარსების დღეც გახლავთ. მოხარული ვარ, რომ FAO კვლავაც წარმატებით აგრძლებს თავის მრავალწლიან საქმიანობას საქართველოში და არ იშურებს ძალისხმევას, რომ თავის პარტნიორებთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად და კლიმატზე ორიენტირებული  აგროსასურსათო სისტემების შექმნას,ს, რაც მომავალში თითოეული ფერმერის, მწარმოებლის და მომხმარელის კეთილდღეობაზე აისახება“, -  აცხადებს მამუკა მესხი, FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში.

 

FAO-ს გათვლებით, 40-დან 50 მილიონ ა.შ.შ. დოლარამდე ყოველწლიური, მიზნობრივი ინვესტიციაა საჭირო, რომ 2030 წლისთვის მსოფლიოში შიმშილი აღმოიფხვრას. მიზნობრივი ინტერვენციებით შესაძლებელი იქნება ფერმების ტექნოლოგიურად უკეთესი აღჭურვა, ინოვაციების შეტანა ციფრულ სოფლის მეურნეობაში, ქალებისთვის მეტი ცოდნის გაზიარება და ა.შ. ამასთანავე, საჭიროა მონაცემთა უკეთესი შეგროვება, ძლიერი ინსტიტუციები და უკეთესი მმართველობა.

 

„მსოფლიო სურსათის დღეს“ FAO მოუწოდებს თითოეულ ადამიანს, შეიტანოს წვლილი აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნაში და მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები სურსათის ყიდვისა და მოხმარების პროცესში - უპირატესობა მიანიჭოს ადგილობრივ, სეზონურ პროდუქტს და მინიმუმამდე დაყვანოს სასურსათო ნარჩენებისა და დანაკარგების ოდენობა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up