16 მილიონი დოლარი სამ კვარტალში - „ნენსკრა ჰიდრო“ ტოპ ინვესტორთა შორისაა

16 მილიონი დოლარი სამ კვარტალში - „ნენსკრა ჰიდრო“ ტოპ ინვესტორთა შორისაა

access_time2019-12-20 13:30:16

„2019 წლის სამივე კვარტალში ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრომ“ 16 მილიონამდე აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა“, - ამის შესახებ „ნენსკრა ჰიდროდან“ BM.GE-ის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი.


როგორც კომპანიაში იუწყებიან, წლის განმავლობაში აღნიშნული ინვესტიცია მიმართული იყო როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე სოციალური პროექტების განხორციელებაში.


„ამ წლის განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერისა და ნაკრას ადმინისტრაციულ ერთეულებში, ჰესის მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა, რაც გზებისა და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.


მოსამზადებელი სამუშაოების პარალელურად, კომპანიამ მთელი რიგი სოციალური პროექტები განახორციელა, რისთვისაც სს „ნენსკრა ჰიდრომ“ 2019 წლის სამივე კვარტალში 200 ათასამდე აშშ დოლარი გამოჰყო.



სოციალური პროექტები ძირითადად შემდეგი მიმართულებებით ხორციელდება: მცირე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, განათლება და პროფესიული განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.


კერძოდ, 2019 წლის განმავლობაში სს „ნენსკრა ჰიდრომ“ ისეთი სოციალური პროექტები განახორციელა, როგორებიცაა: ამბულატორიის სრული რეაბილიტაცია ჭუბერში, მდინარის კალაპოტის გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები ნაკრაში, კულტურის სახლის რეაბილიტაცია ჭუბერში, ინგლისურის და კომპიუტერის კურსები, მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების კურსები, მიწის რეგისტრაციაში ხელშეწყობა, სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებისთვის, სასოფლო-სამეურნეო და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად მძიმე ტექნიკით მომსახურება და სხვა“, - აღნიშნულია გამოთხოვილ ინფორმაციაში.


ცნობისთვის, სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ახორციელებს, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება 1’200.00 გვტ.სთ. ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2020 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.


შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის სამივე კვარტლის მაჩვენებლების მიხედვით ტოპ ინვესტორთა ათეული ასე გამოიყურება:


• აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
• შპს მაგთიკომი
• სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური
• სს RMG Copper
• BP ჯგუფი
• შპს ტოიოტა კავკასია
• შპს აჭარ ენერჯი-2007
• შპს სითი ლოფტი
• შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
• სს ნენსკრა ჰიდრო






„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის-მედიკამენტები საბაჟოზე მაქსიმუმ 15 დღე დაყოვნდება

ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის-მედიკამენტები საბაჟოზე მაქსიმუმ 15 დღე დაყოვნდება
access_time2020-07-09 18:00:04
„მეორე მოსმენით დადგენილი ცვლილება მისასალმებელია, კანონპროექტის პირველ ვარიანტით გაცხადებული ვადა ორჯერ შემცირდა, თუმცა, თეორიულად შესაძლებელია, რომ ცვლილება მედიკამენტების ფასზე აისახოს, მაგრამ გაცილებით ნაკლებად“, - ასე აფასებს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც...

როდის განაახლებს სტუმრების მიღებას „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული“

როდის განაახლებს სტუმრების მიღებას „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული“
access_time2020-07-09 17:00:15
„სილქ როუდ ჯგუფის“ სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამულში“ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას 3 დღეში დაუბრუნდება, - ამის შესახებ სასტუმროს მენეჯერი ელენე ოთარაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ამ დროისათვის წინანდლის მამულში ადგილზე ექსპერტები და გამომძიებლები მუშაობენ. როგორც სასტუმროს ხელმძღვანელი აღნიშნავს, საუნა ამ დროისთვის არსებული რეგულაციების გამო არ ფუნქციონირებდა. „ხანძრის შედეგად დაზიანდა მეხუთე სართულზე განთავსებული საუნა და...

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-09 13:25:44
ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემს მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება: სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის...


მსგავსი სიახლეები

up