16 ივნისიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi აბუ-დაბი-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2021 წლის ივლისში დაიწყო.
„Air Arabia Abu Dhabi არაბთა გაერთიანებული საემიროების ორი მსხვილი ავიაკომპანიის Air Arabia-სა და Etihad Airways-ის მიერ დაფუძნებული კომპანიაა. ავიაკომპანია ტრანზიტულ მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს იფრინონ აბუ-დაბიდან ნებისმიერი მიმართულებით Etihad Airways-ის საშუალებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.