კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2020 წლის 16 დეკემბრის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 14%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 31 %-ით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 10%-ით და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია.
ეროვნული ბანკის მიერ 16 დეკემბრის ვაჭრობისშედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 17 დეკემბრისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართანმიმართებაში წინა დღესთან შედარებით გამყარდა და3.2811 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობაBloomberg-ზე კი დილიდან $1/3.2850 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2775-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა გამყარდა. ლირის ოფიციალურმა კურსმა დოლართან მიმართებაში 7.79 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/7.8346 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.8274-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი უმნიშვნელოდ შეიცვალა და დოლართან მიმართებაში 525 დრამი შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კიდილიდან ვაჭრობა $1/524.4600 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 524.1900 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებაში 1,700 მანათს უტოლდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი დილიდან ვაჭრობა $1/1.6987 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.7000 ნიშნულზე იყო.