აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის გამწვავების ფონზე, 16 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას ელისეს სასახლეში უმასპინძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. 1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.
imedinews.ge