15მლნ. დოლარი ქართული ეკონომიკის მხარდასაჭერად

15მლნ. დოლარი ქართული ეკონომიკის მხარდასაჭერად

access_time2020-11-13 10:50:11

თბილისი/ვაშინგტონი/სტოქჰოლმი, 2020 წლის 13 ნოემბერი - შეერთებული შტატები და შვედეთის მთავრობები თანამშრომლობენ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს ეკონომიკურ რეაბილიტაციას პანდემიის შემდგომ პერიოდში. 

28 სექტემბერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ(Sida), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ განაცხადეს  საკრედიტო საგარანატიო პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კერძო სექტორის დახმარებას COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში. პროგრამას მხარს უჭერს USAID, რომლის საშუალებითაც კრისტალი საქართველოში მოქმედ 5000-ზე მეტ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოზე გასცემს 15000000 აშშ დოლარს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვედეთის მიერ გარანტირებული სესხების სახით.

საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად კრისტალი პირველად ერთვება პორთფელის საგარანტიო პროგრამაში. ფართომასშტაბიანისაგარანტიო სქემასაშუალებასაძლევს კომპანიას დივერსიფიცირება გაუწიოს საკუთარ ფინანსურ პროდუქტებს და შედეგად, მაქსიმალურად უპასუხოს საქართველოში მოქმედი საწარმოების კომპლექსურსაჭიროებებს როგორც COVID-19 პანდემიისპერიოდში, ასევე მისშემდგომ. კრისტალი სესხებს გასცემს შეზღუდული წვდომის მქონეჯგუფებზე, მათ შორის ქალ მეწარმეებზე, სტარტაპებზე და რეგიონებში განთავსებულ ბიზნესებზე რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში ეკონომიკის გაძლიერებას.

საგარანტიო სქემა გათვლილია 8 წლიან პერიოდზე და წარმოადგენს სწრაფი რეაგირების მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს ქართული ბიზნესის ზრდას COVID-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე. ამავდროულად, საფუძველს ჩაუყრის აშშ-ის, შვედეთის მთავრობებსა და კრისტალს შორის გრძელვადიან პარტნიორობას მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.  

როგორც ჯეიმს პოლანმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსოკორპორაციის  (DFC) ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა:„მიკრო და მცირე საწარმოები წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ხერხემალს, რომლებმაც მწვავე დარტყმა განიცადეს პანდემიის შედეგად. მოხარული ვართ, რომ USAID-სადა Sida-სთან თანამშრომლობით, საშუალება გვაქვს საკრედიტო საგარანტიო პროგრამის მეშვეობით მხარი დავუჭიროთ კრისტალს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენას საქართველოში.“ 

 


შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმაერიკილესმაგანაცხადა, რომ: „USAID–სადაკრისტალთან ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვან მომენტში შედგა.  COVID 19 კრიზისის ფონზე მოხარული ვართ ჩავერთოთ და ერთობლივი ძალისხმევით შევეცადოთ შევარბილოთ პანდემიის უარყოფითი გავლენა საქართველოს კერძოსექტორზე. შვედეთი პირდაპირი და არაპირდაპირი საშუალებებით მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით  სიღარიბის დაძლევას მცირე კომპანიებში სამუშაო ადგილების შენარჩუნებითა და შექმნით, ხოლო ფინანსებზე წვდომა უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი პარტნიორის,  კრისტალის მიერ.პროგრამა ორიენტირებული იქნება ფინანსურ სერვისებზე შეზღუდული წვდომის მქონე ჯგუფებზე, მათ შორის ქალებზე, სტარტაპ ორგანიზაციებსა და მსხვილი ურბანული ცენტრებიდან მოშორებულ საწარმოებზე“.

 

USAID/საქართველოს მისიის დირექტორის პიტერ ვიბლერის განცხადებით:„ახალი თანამშრომლობა ხელს შეუწყობსქართველიმეწარმეებისფეხზედადგომასა და  COVID–ისშემდგომეკონომიკურგაჯანსაღებას. საგარანტიო მექანიზმი პასუხობს USAID-ისახალისტრატეგიით განსაზღვრულ ერთ-ერთმთავარმიზანს საქართველოში: მხარი დაუჭიროს კერძო სექტორს ახალი პროდუქტებისა და ბიზნესის წარმოების ინოვაციური მეთოდების შემუშავებაში, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნასა და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაში, რაც სარგებელს მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.”

კრისტალის უფროსი აღმასრულებელი დირექტორი ილია რევია:“ჩვენთვის პატივია, რომ ამ რესურსით სარგებლობა საქართველოში სწორედ კრისტალს ხვდა წილად. DFC- ისა და Sida- ს გადაწყვეტილებას  მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების და შვედეთის მთავრობები და ეს ადასტურებს მათ სურვილს, რომ დაეხმარონ  და გააძლიერონ ჩვენი ქვეყანა პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფად აღდგენაში.  კრისტალი მიზნად ისახავს მხარდაჭერა გაუწიოს ქართველ მეწარმეებს მდგრადი ბიზნესის განვითარების საქმეში. ახალი პარტნიორობა 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საგარანტიო პროგრამის სახით ხელს შეუწყობს მიკრო და მცირე მეწარმეების შემდგომ გაძლიერებას ინოვაციური ფინანსური პროდუქტებითა და საკონსულტაციო მომსახურებით. ინიციატივა ასევე ნათლად ადასტურებს COVID-19 პანდემიის ფონზე საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორისადმი საერთაშორისო პარტნიორების ურყევ ნდობას“

 (R)


თეგები:
კრისტალი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up