15:00 საათისათვის, ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის დაკვირვების შედეგები

15:00 საათისათვის, ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის დაკვირვების შედეგები

access_time2020-10-31 16:02:18

ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, იმ უბნებზე სადაც ორგანიზაცია დაკვირვებას ახორციელებს, კენჭისყრის პროცესი უმეტესად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს თუმცა, დაფიქსირდა მცირე პროცედურული ხასიათის დარღვევები, კერძოდ:

● კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება - ქუთაისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე;

● საარჩევნო დოკუმენტაციის დაზიანების და პროცესისთვის ხელის შეშლის მცდელობა - გორის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. თუმცა პოლიცია იქნა გამოძახებული და შემთხვევა ადგილზე აღმოიფხვრა;

● დადგენილ რაოდენობაზე მეტი ბიულეტენის გაცემის ფაქტი - ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე;

● მედიის წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა (მედია ცენტრი „ღია აფხაზეთისათვის“) - ოზურგეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე;

● ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევა - ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე;

● ამომრჩევლისთვის კონვერტის მიწოდების ფაქტები - რუსთავის და გარდაბანის მაჟორიტარულ ოლქში შემავალ საარჩევნო უბანზე;

● საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და დაპირისპირების ფაქტი - ოზურგეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე;

● ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის მცდელობა (ამომრჩეველს სიაში დახვდა ხელმოწერა და ხმა არ მიაცემინეს) - მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე;

● პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის მცდელობა - მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე;

● სხვა ამომრჩევლის პირადობის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა - მარნეულის ერთ-ერთ

საარჩევნო უბანზე;

● კომისიის წევრების მხრიდან საარჩევნო უბნის ტერიტორიის დატოვების ფაქტები - მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე;

 

 

სხვა საყურადღებო ფაქტები:

1. რიგ საარჩევნო უბნებზე არ ხდება შენობაში შემსვლელ უფლებამოსილ პირთა თერმოსკრინინგი, უსაფრთხო დისტანციის დაცვა და იდენტიფიცირების მიზნით პირბადის დროებით მოხსნაზე მითითება. რეგისტრატორები ამომრჩევლებზე გასცემს ბიულეტენებს პირბადის მოხსნის გარეშე. აღნიშნული უმეტესად დაფიქსირდა დიდუბის, რუსთავის, ქუთაისის და ოზურგეთის მაჟორიტარულ ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებზე.

აგრეთვე მარნეულის ოლქის რიგ საარჩევნო უბნებში კომისიის წევრები და სხვა უფლებამოსილი


პირები კენჭისყრის შენობაში იმყოფებიან პირბადის გარეშე.

მნიშვნელოვანია საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ COVID-19 ინფექციის გავრცელების

პრევენციის მიზნით მოხდეს ცესკოს მიერ დადგენილი წესების სრულფასოვანი შესრულება.

საქართველოს პარლამენტის

არჩევნები 31 ოქტომბერი, 2020 წელი

2. ჩვენი დამკვირვებლების მხრიდან დაფიქსირდა ერთ-ერთი მედია საშუალების

წარმომადგენლების („newpost ნიუპოსტი) მხრიდან საარჩევნო უბნებზე ხმის მიმცემი

ამომრჩევლების ფოტო იდენტიფიცირების ფაქტები, ეს უკანასკნელი არჩევნებზე მისულ პირთა

იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა და ფარული კენჭისყრის უფლების დარღვევას

წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტები უმეტესად დაფიქსირდა ოზურგეთის და გლდანი

მაჟორიტარული ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება აგრეთვე გავრცელდა სხვა სადამკვირვებლო

ორგანიზაციების მხრიდან.

3. კვლავ გრძელდება მანკიერი პრაქტიკა და საარჩევნო სუბიექტის აქტივისტების, ეგრეთ წოდებული

"კოორდინატორების", მობილიზების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე,

რომლებიც "ჟურნალში" კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების აღრიცხვას

აწარმოებდნენ. აღნიშნული დაფიქსირდა გორის, ზუგდიდისა და მცხეთის მაჟორიტარულ

სარჩევნო ოლქებში.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის

არჩევნებს, საერთაშორისო ორგანიზაცია დემოკრატიის, მედიისა და კულტურული გაცვლის

ინსტიტუტთან (IDEM) პარტნიორობით, ერთობლივი სადამკვირვებლო მისიით აკვირდება. 100 კაციანი

ერთობლივი სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღის მონიტორინგს დამკვირვებელთა მობილური

ჯგუფების მეშვეობით ახორციელებს. მობილური ჯგუფები აკვირდებიან საარჩევნო უბნის გახსნის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს, როგორც საქართველოს 10-ივე რეგიონში, აგრეთვე

საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე (აშშ-სა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში).

სადამკვირვებლო მისიის პრინციპებია: კანონის უზენაესობის პატივისცემა; დამოუკიდებლობა; მიუკერძოებლობა; სიზუსტე; გამჭვირვალობა; თანამშრომლობა და პროფესიონალიზმი.

CDD-ში ფუნქციონირებს არჩევნების დღის ცხელი ხაზი (551 706 706), რომლის მეშვეობით, მოქალაქეებს, შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით.

ასევე, ცხელი ხაზის მეშვეობით ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის

დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ. ასევე, შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up