Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 15:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1975 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.1875 კურსით დაიწყო.
გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა, სადაც 40 მილიონი დოლარი გაიყიდა. ამ ოპერაციის მიუხედავად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 0.01 თეთრით გაუფასურდა და გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 3.1547 ლარი შეადგინა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2370 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1470 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2400 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.1600 ლარად.