150+ ლარი ხელფასი - საქართველოს ბანკი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს იხდის

150+ ლარი ხელფასი - საქართველოს ბანკი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს იხდის

access_time2021-08-31 12:10:44

საქართველოში დღემდე მინიმალური ხელფასის შესახებ 1999 წელს მიღებული კანონი მოქმედებს, რომლის თანახმადაც დამსაქმებელს დასაქმებულისთვის თვეში 20 ლარზე ნაკლები ხელფასის გადახდა ეკრძალება. 20 ლარად არავინ მუშაობს, მაგრამ პერიოდულად ჩნდება ვაკანსიები, სადაც ხელფასი 200 ლარზე დაბალია.


ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში საქართველოს ბანკის განცხადება გავრცელდა. ბანკი პოტენციურ კონსულტანტებს სრულ განაკვეთზე 150 ლარს + ბონუსს სთავაზობდა.



საქართველოს ბანკის ვებგვერდზე განცხადებების სიის ნახვისას ირკვევა, რომ სამუშაო სინამდვილეში ნახევარგანაკვეთურია (დღეში 4 სთ), მაგრამ ასევე ირკვევა ისიც, რომ 150 ლარი დარიცხული თანხაა, რასაც საპენსიო შენატანი და საშემოსავლო აკლდება, რის შემდეგაც ხელზე ასაღები ხელფასი 117.6 ლარამდე მცირდება. ბონუსები გაყიდული საბანკო პროდუქტის მიხედვით ითვლება – ფორმულა მითითებულია არაა.




მინიმალური ხელფასის საწინააღმდეგო ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტი ისაა, რომ კანონი უმუშევრობას ზრდის და სამუშაო ბაზარზე ახალი შესული, კვალიფიკაციის არმქონე პირების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ არგუმენტი მართებულია, მაგრამ არა ყველა კომპანიის მიმართ. პატარა მაღაზიას შეიძლება მართლა მოუწიოს 4-დან 1 კონსულტანტის გაშვება ან დამლაგებლის გათავისუფლება და მისი მოვალეობის დანარჩენ თანამშრომლებზე გადანაწილება, თუმცა ეს არ ეხება ისეთ დიდ კომპანიებს, როგორიც საქართველოს ბანკია.



საარსებო მინიმუმზე დაბალი ანაზღაურების შეთავაზების მიუხედავად, მთავარ პრობლემად მაინც 22.1%-იანი უმუშევრობა და გაზრდილი სიღარიბე რჩება, რა დროსაც თუნდაც გამოცდილების არმქონე ადამიანი, უკეთესი მომავლის იმედით, რამდენიმე თვით საარსებო მინიმუმზე დაბალ ხელფასზე თანხმდება.




გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up