15 სექტემბრისთვის ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე გზის საფარის მოწყობა დასრულდება

15 სექტემბრისთვის ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე გზის საფარის მოწყობა დასრულდება

access_time2019-09-09 12:28:09

15 სექტემბრისთვის ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.



დედაქალაქის მერი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე სრულდება. კერძოდ, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე წყალარინებისა და სადრენაჟო სისტემები მთლიანად შეიცვალა. ადგილზე, ასევე, შეიცვლება განათების სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები კი მიწის ქვეშ განთავსდება. მერის თქმით, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე არასდროს განხორციელებულა.



„ჩვენთვის მთავარია, რომ 15 სექტემბრისთვის ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე გზის საფარი იყოს მოწყობილი. ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი მთლიანად დასრულდება. მხოლოდ ამ მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება. პროექტი კი მოგვიანებით დასრულდება. პარალელურად, ტროტუარის მოპირკეთება ხდება, ასევე, ელექტროგადამცემი ხაზების მიწაში განთავსება, ნარჩენებისთვის კი მიწისქვეშა ურნები ეწყობა. რადგანაც სწავლა 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, გამზირის ამ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდეს, რათა ავტომობილებმა უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.




მისივე თქმით, ადგილზე სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი” უახლესი ტექნოლოგიით ახორციელებს. კერძოდ, გრუნტის სტაბილიზაციის სამუშაოები ტარდება, რაც გზის საფუძველის სიმკვრივეს გააორმაგებს და რამდენიმე ათეულ წელს გაძლებს. საუბრისას მერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტექნოლოგიით გზის საფარის დაგება პირველად აეროპორტის გზატკეცილზე განხორციელდა.




www.city.kvira.ge









ბრიტანული მედია ელიავას სკვერის პროექტზე - ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი

ბრიტანული მედია  ელიავას სკვერის პროექტზე -  ვირტუალური ხიდი, ლაზერ-შოუები და ქართული ანბანით განათებული ბაღი
access_time2019-09-15 12:00:44
ბრიტანული საერთაშორისო ონლაინ...

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობა იწყება (ფოტო)
access_time2019-09-14 22:13:14
რუსთავში “კარფურის“ მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.ინფო რუსთავი-ს ინფორმაციით, პროექტის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია და კომპანია მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მალე დაიწყებს. ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია რომ, სავაჭრო ცენტრი 12 000 მ2 განთავსდება, ხოლო ფართობი რომელსაც შპს რუსთავის მოლი აითვისებს 16 000 მ2. ობიექტი...

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება

თბილისში ,,კრიპტოკაფე” გაიხსნება
access_time2019-09-14 16:00:01
28 სექტემბერს, თბილისში, ყაზბეგის გამზირის მიმდებარედ, ბურძგლას ქ. N 72-ში ,,კრიპტოკაფე” დაიდებს ბინას. ეს იქნება ადგილი, კრიპტო ენთუზიასტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ახალი ტექნოლოგიები. ჩვენ ვესაუბრეთ ,,კრიპტოკაფის” დამფუძნებელს ალექს სუდაძეს. HR hub: საიდან გაგიჩნდათ კრიპტოკაფის გახსნის იდეა? მე ამ სფეროში უკვე 8 წელია ვმოღვაწეობ და საკმაოდ დიდი საზოგადოება გავიცანი როგორც უცხოეთში,...

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება
access_time2019-09-14 12:00:38
პარლამენტი ძალიან მალე ცვლილებებს დაამტკიცებს და მწეველებს იანვრიდან დამატებითი თავსატეხი გაუჩნდებათ — ფილტრიან და უფილტრო სიგარეტ შორის ფასთა სხვაობა აღარ იარსებებს და ფაქტრობრივად, ერთმანეთს უთანაბრდება. იანვრიდან გაძვირდება თუთუნიც. მიზეზი პარლამენტში შეტანილი კანონპროეტის ცვლილებებია, რომლითაც ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი უქმდება. მწეველები ახალი წლიდან უარეს დღეში ჩაცვივდებიან. დღეს მოქმედი საგადასახადო...

Rosbalt: აფხაზეთში დაიწყო მოლოდინის სეზონი

Rosbalt: აფხაზეთში დაიწყო მოლოდინის სეზონი
access_time2019-09-14 20:00:04
აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულად “რესპუბლიკის“ მოქმედი მეთაური რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. (აქვე განვმარტავთ, რომ „კომერსანტი“ არ ეთანხმება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან — აფხაზეთთან დაკავშირებით რუსულ ონლაინგამოცემა Rosbalt-ში გამოყენებულ ტერმინოლოგიას , სტატიას უცვლელად გთავაზობთ) თუმცა, გამარჯვებულმა  თავისი ტრიუმფის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up