1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვადაგადაცილებული ვალის გამოსყიდვა ფონდ „ქართუს“ 37 მილიონი ლარი დაუჯდა

1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვადაგადაცილებული ვალის გამოსყიდვა ფონდ „ქართუს“ 37 მილიონი ლარი დაუჯდა

access_time2020-07-14 19:00:24

2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ბახტაძის განცხადებით, იმ დროისთვის, დაახლოებით 600 000 მოქალაქე ე.წ. შავ სიაში იყო. აღნიშნულ მოქალაქეებს ბანკების მიმართ არსებული დავალიანება 2018 წლის 31 დეკემბრამდე გაუნულდებოდათ. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ საზოგადობას განუმარტა, რომ შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95%, ისეთი სესხებისგან შედგება, რომელთა ძირითადი თანხა 2000 ლარს არ აღემატება. საუბარი 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე იყო, რომელიც ჯამში დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენდა. ყოფილმა პრემიერმა მაშინ ისიც აღნიშნა, რომ ამ კატეგორიაში 150 000 სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის პირი შედიოდა (იხ. „ფაქტ-მეტრის სტატია).

 

მოგვიანებით, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დააკონკრეტა, რომ მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფონდი „ქართუ“ დაფარავდა. ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, ფონდის ბიუჯეტში, მოცემული მიზნით, მხოლოდ 100 მლნ ლარი იყო დარეზერვებული, რაც ნიშნავს რომ „ქართუ“ 1.5 მლრდ ლარის დაფარვას არ გეგმავდა, როგორც ეს მინისტრმა აღნიშნა.

 

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სინამდვილეში საუბარი შეეხებოდა არა ვალდებულებების დაფარვას, არამედ ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის გამოსყიდვას (ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის გამოსასყიდი საბაზრო ფასი არსებითად ჩამოუვარდება პორტფელში შესული ვალდებულებების ჯამურ მოცულობას) ფონდი „ქართუს“ მიერ. როგორც განცხადებიდან გაირკვა, გასაყიდი პორტფელი ძირითადად იმ საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგებოდა, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის პირველ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს: 2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით უწყვეტად ვადაგადაცილებულია; საკრედიტო ვალდებულების ძირი თანხა არ აღემატება 2 000 ლარს; არ არის უზრუნველყოფილი ან უზრუნველყოფილია თავდებობით ან მოძრავი ქონებით.

 


საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სპეციალური ვებგვერდი Vali.ge შეიქმნა. აღნიშნული ვებგვერდის მიხედვით, სულ 4 104 429 484 ლარის დავალიანება ჩამოიწერა, რაც ჯამში 615 164 პირს შეეხო. პროგრამაში 11 ბანკი და 40-ზე მეტი არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაცია ჩაერთო.

 

პარტია „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ შემოსავლების სამსახურიდან საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ 2018 და 2019 წლებში გაწეული ხარჯების და მიღებული დაფინანსების შესახებ ანგარიში გამოითხოვა. ანგარიშის მიხედვით გაირკვა, რომ ვალების განულების პროგრამაზე ფონდის მიერ დახარჯულმა თანხამ ჯამში 37 517 409 ლარი და 95 თეთრი შეადგინა. შესაბამისად, მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული 1.5 მილიარდი ლარის და თვითონ ფონდის მიერ დაანონსებული 100 მილიონი ლარის ნაცვლად, ვადაგადაცილებული ვალების ჩამოწერაზე ფონდმა „ქართუმ“ რეალურად მხოლოდ 37 მილიონი ლარი დახარჯა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ პროგრამამ სამართლებრივი თვალსაზრისითაც გააჩინა კითხვები. კერძოდ, მისი ინიცირება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდში მოხდა. შედეგად ლოგიკური ეჭვი გაჩნდა, რომ ინიციატივის ფაქტობრივ მიზანს, სახელისუფლებო გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ საარჩევნო ხმების მობილიზება წარმოადგენდა და შესაძლოა, დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილიყო, კერძოდ ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვის ფაქტი. შესაბამისი ჩანაწერი „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის“ საბოლოო ანგარიშში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ იყო დაფიქსირებული. დოკუმენტში პირდაპირ იყო მითითებული, რომ პროცესის მონაწილეთა მხრიდან აღნიშნული პროგრამა ხმების ყიდვის ნაირსახეობად იქნა განხილული და მან ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ბუნდოვანი გახადა. ანგარიშში მოცემულ საკითხთან მიმართებით სახელმწიფო ინსტიტუტების არასათანადო რეაგირების ფაქტიც იყო ხაზგასმული.

 

წყარო: factcheck.ge





27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული - წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული -  წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“
access_time2020-10-27 15:03:08
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ  ჯაფარიძემ საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასებზე  და მათი სიძვირის მიზეზებზე ისაუბრა. დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიას და მონოპოლიას ბრალდება, თუმცა მისი თქმით, წამლების სიძვირეს რაელურად სხვა მიზეზი აქვს და მათი გიაფებაც საკმაოდ მარტივია. ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში არსებული 9 მედიკამენტის ფასი თურქეთში იდენტური მედიკამენტების ფასებს...

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა
access_time2020-10-27 14:29:21
Scroll-ის ელექტროსკუტერები უკვე უკრაინაშია. ამ ეტაპზე, გაქირავების სერვისით სარგებლობა მხოლოდ კიევშია შესაძლებელი. როგორც კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, 2021 წლის გაზაფხულისთვის, Scroll-ის ელექტროსკუტერები უკრაინის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.   „შემდეგი წლის განმავლობაში ვაპირებთ სხვა ქალაქებშიც შევიდეთ, თუმცა ჩვენი გაფართოება სხვადასხვა ნიუანსზეა დამოკიდებული. მაგალითად, მნიშვნელოვანია როგორი მდგომარეობა იქნება პანდემიის კუთხით და...


მსგავსი სიახლეები

up