„სნეპ ფიტნესი 24/7“ ამერიკული ბრენდია, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 2000-მდე ფილიალი აქვს. მისი პირველი ფილიალი საქართველოში 2015 წელს ყაზბეგის 24-ში გაიხსნა, შემდეგი დარბაზები კი – ჭავჭავაძესა და ცინცაძეზე გაიხსნება.15 მარტს King David-ში „სნეპ ფიტნესის“ ახალი, პრემიუმ კლასის დარბაზი იხსნება.
რა სერვისები იქნება შეთავაზებაში?
„ტექნოჯიმის“ უახლესი, 2020 წლის ტრენაჟორებით აღჭურვილი დარბაზი, ჯგუფური ვარჯიშების სიმრავლე, სპა ზონა, საუნები, ღია ტერასა, სოლარიუმი, ღია აუზი, რომელიც 1ივნისს გაისხნება. ჯამში სივრცე 1800 კვ.მ აჭარბებს.
რაც მთავარია ტერიტორიას აქვს უზარმაზარი პარკინგი. გარდა ამისა,დაგხვდებათ პროფესიონალ ინსტრუქტორთა გუნდი. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს იქნება საქართველოში ყველაზე მაღალი ხარისხის სავარჯიშო სივრცე.
წინასწარი გაყიდვები დაიწყო და სასაჩუქრე ბარათების შეძენა შესაძლებელია „სნეპ ფიტნესის“ ნებისმიერ არსებულ ფილიალში.
(R)