15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

access_time2020-04-04 20:00:09

მსოფლიოში 15 ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიაა. მათგან 12 კორონავირუსის პანდემიის პასუხად საჯარო ღვთისმსახურებებს ერისკაცთა გარეშე, დახურულ კარს მიღმა აღასრულებს. 1-ის, სერბეთის ეკლესიის პოზიცია ბუნდოვანია - მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი ეპისკოპოსის, მილუტინის წესის აგებას მრევლი არ ესწრებოდა. 2-ის - საქართველოსა და პოლონეთის ეკლესიები ერისკაცებისთვის ღვთისმსახურებებს არ ხურავენ და არც ზიარების წესს ცვლიან.

ხსენებული პრევენციული ზომით პანდემიის კრიზისს ზოგიერთმა ეკლესიამ პროაქტიურად უპასუხა, ზოგიერთმა კი გადაწყვეტილება სახელმწიფოს აკრძალვის შემდეგ მიიღო. ორმა ეკლესიამ - უკრაინამ და რუსეთის საპატრიარქომ, სანამ მორწმუნეებს ტაძარში მისვლისგან თავიშეკავებისკენ მოუწოდებდნენ, ზიარების წესიც შეცვალეს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სამართლმადიდებლოს უმცირესობაშია. 

მსოფლიო საპატრიარქო

"შეწყდეს ყველა რელიგიური მსახურებისა და წესების შესრულება, გარდა პირადი ლოცვებისა ეკლესიებში, რომლებიც რჩებიან ღია. ეს შეზღუდვები გადაიხედება მოგვიანებით, პანდემიის გავრცელების შესაბამისად. საპატრიარქო და სტავროპიგიალურ მონასტრებში გაგრძელდება რეგულარული მსახურებები სასულიერო პირთა და საძმოს მონაწილეობით, მაგრამ არ იქნებიან დაშვებული მომლოცველები და ვიზიტორები", - ნათქვამია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებაში.

ალექსანდრიის საპატრიარქო

"მოგიწოდებთ შეასრულოთ იმ სახელმწიფოთა ბრძანებები და გადაწყვეტილებები, რომლებშიც მსახურებთ, იმისთვის რომ წმიდა ეკლესია არ იქცეს დამაბრკოლებლად, არამედ სოციალური სოლიდარობისა და სიყვარულის მაგალითად", - მისწერა მრევლს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდოროს მეორემ.

ანტიოქიის საპატრიარქო

ეკლესიებში სასულიერო პირთა აღსრულებულ ღვთისმსახურებას, მხოლოდ ტაძრის მსახურები და გუნდი უნდა ესწრებოდნენ - ერისკაცებისთვის წირვაზე დასწრება აკრძალულია. ეკლესიამ რეკომენდაცია გასცა ლიტურგიის კომუნიკაციათა სხვადასხვა საშუალებებით ტრანსლაციის შესახებ.

იერუსალიმის საპატრიარქო

იერუსალიმის სხვა ეკლესიების ლიდერებთან ერთად გამოქვეყნებულ კომუნიკეში, პატრიარქმა თეოფილემ მრევლს მოუწოდა დამორჩილებოდნენ მთავრობის ინსტრუქციებს. ისარაელში რელიგიური ღვთისმსახურებები ან შეჩერებულია, ან მიმდინარეობს ლიმიტირებულად. 

მოსკოვის საპატრიარქო

სანამ პატრიარქი კირილი მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა, მოსკოვის საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება ყოველი ზიარების შემდეგ კოვზი სპირტით გაეწმინდა. მოგვიანებით, ეკლესიამ მრევლს სალხში დარჩენისკენ მოუწოდა.

სერბეთის საპატრიარქო


სერბეთის საპატრიარქომ, რომლის ერთი მღვდელმთავარიც კორონავირუსმა იმსხვერპლა, ღვთისმსახურებები მორწმუნეთათვის არ დახურა და არც ზიარების წესი შეცვალა. მიუხედავად ამისა, ეპისკოპოს მილუტინის გარდაცვალების შემდეგ, რომელსაც წესი ერისკაცთა გარეშე აუგეს, სერბეთის ეკლესიამ გამოაქვეყნა ბუნდოვანი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში წერია, რომ წირვა უნდა აღსრულდეს მღვდლის, მგალობელთა და ტაძრის მსახურთა თანდასწრებით, მაგრამ იმავდროულად არის მოწოდება, 65 წელზე ზევით ადამიანების სახლში დარჩენის შესახებ, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მრევლისთვის წირვაზე სიარული დასაშვებია.

რუმინეთის საპატრიარქო

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციით, გადაწყვიტა, ღვთისმსახურებები მრევლის გარეშე ჩატარდეს. ამასთან, ეკლესიამ მრევლისთვის ღვთისმსახურებათა ტრანსლაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ბულგარეთის საპატრიარქო

"წმინდა სინოდი აკურთხებს და მხარს უჭერს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დაწესებულ ზომებს, რომლებიც მიმართულია ხალხის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად მოუწოდებს მორწმუნეებს, ილოცონ სახლებში", - ნათქვამია ბულგარეთის ეკლესიის განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო

საგანგებო სიტუაციისა და კარანტინის შემოღების შემდეგ, ეკლესიამ არ აკრძალა ერისკაცთა დასწრება საღვთო ლიტურგიაზე და არ შეცვალა ზიარების წესი. საქართველოს ეკლესია ტაძრებში მხოლოდ საეროების დისტანცირებას დათანხმდა, თუმცა, მათ კვლავ ერთი კოვზით აზიარებს, რაც დისტანცირებას აზრსმოკლებულად აქცევს. ქვეყანაში სამ კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია.

კვიპროსის ეკლესია

კვიპროსის ეკლესიამ თავდაპირველად ღვთისმსახურებაზე 10 კაცზე მეტის დასწრება აკრძალა. მოგვიანებით ეკლესიამ მოუწოდა მრევლს თავი შეიკავოს ყველა სახის ღვთისმსახურებაზე დასწრებისგან. 

საბერძნეთის ეკლესია

საბერძნეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა თავდაპირველად მიიღო გადაწყვეტილება საკვირაო ლიტურგიის გარდა, ყველა სახის ღვთისმსახურება შეეჩერებინა და არ შეეცვალა ზიარების წესი. რადგან საკვირაო ღვთისმსახურება არ შეიცვალა, საბერძნეთის ხელისუფლებამ ყველა სახის რელიგიური მსახურება აკრძალა. ეკლესიას მოუწია სახელმწიფოს გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა. მოგვიანებით, ეკლესიამ ითხოვა სახელმწიფოს გაეღო ტაძრის კარები, ერისკაცთა გარეშე ღვთისმსახურების აღსასრულებლად.

პოლონეთის ეკლესია

პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 1%-ს შეადგენს, ლიტურგიები არ დახურა და ზიარების წესი არ შეცვალა.

ალბანეთის ეკლესია

ალბანეთის ეკლესიების გადაწყვეტილებებით, საკვირაოს გარდა, ყველა ლიტურგია შეჩერებულია. კვირას წირვა ტარდება მრევლის გარეშე.

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიწების ეკლესია

ეკლესიის გადაწყვეტილებით შეჩერებულია ყველა სახის ღვთისმსახურება "ფართო საზოგადოების" თანდასწრებით.

უკრაინის ეკლესია

უკრაინის ეკლესიამ თავდაპირველად შეცვალა ერთი კოვზით ზიარების წესი - ის მორწმუნეებს ერთი კოვზის გარეშე აზიარებდა. მოგვიანებით, რაც კორონავირუსით ინფიცირებული მღვდლის შესახებ ცნობილი გახდა, რომელსაც 500-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ეკლესიამ ერისკაცებისთვის ღვთისმსახურებაზე დასწრება აკრძალა.

 

ტაბულა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up