15 მარტიდან თბილისში სადისტიბუციო მანქანების მოძრაობა შეიზღუდება

15 მარტიდან თბილისში სადისტიბუციო მანქანების მოძრაობა შეიზღუდება

person access_time2016-02-29 13:10:52

თბილისის მერიამ  საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებმა მოაწერეს. 


აღნიშნული ინიციატივით, მერია სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის საპილოტე, საცდელ რეგულირებას იწყებს. რეგულირება გულისხმობს 2016 წლის 15 მარტიდან 1 სექტემბრის ჩათვლით თბილისის 17 ქუჩაზე (აბაშიძე, ფალიაშვილი, ბარნოვი, დოლიძე, ცინცაძე, ნუცუბიძე, შარტავა, კოსტავა, პეკინი, გამსახურდია, მარჯანიშვილი, აღმაშენებლის გამზირი, ავახეთი, ხიზანიშვილი (მ.ახმეტელის ორივე მხარე), ლესელიძე, ლეონიძე, ასათიანი) 17:00 საათიდან 20:00 საათამდე დისტრიბუციის განხორციელების მიზნით სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის შეზღუდვას.  


„ჩვენ დღეს მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომლითაც ორივე მხარე იმ ძირითად პრინციპებზე შევთანხმდებით, როგორიც არის ქალაქის ტერიტორიაზე სადისტრიბუციო ავტომანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეული წესრიგის დადგენა. ეს გულისხმობს 2016 წლის 15 მარტიდან 1 სექტემბრის ჩათვლით 17:00 საათიდან 20:00 საათამდე  მოძრაობის შეზღუდვას. ჩვენ ავიღეთ ვიწრო ქუჩები, რადგან აღნიშნულ ქუჩებზე პიკის საათებში დამატებით სადისტრიბუციო მანქანების შესვლა და გაჩერება დამატებით სირთულეებს ქმნის. ეს საკითხი ქალაქისთვის 



ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს, რომ ადეკვატურად უპასუხეთ აღნიშნულ საკითხს, რათა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის გადაადგილების თვალსაზრისით არსებული დისკომფორტი შევამციროთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 


მერიის ცნობით, ამ ეტაპზე რამდენიმე ათეული კომპანია მზადაა ხელი შეუწყოს თბილისის მერიის  სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის კომპლექსური სქემის ამოქმედებას და არ განახორციელოს სადისტრიბუციო გადაზიდვები მემორანდუმით შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.


სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის უკეთ ორგანიზების დასაგეგმად, თბილისის მერიამ რამდენიმე სამუშაო-საკონსულტაციო შეხვედრა გამართა დისტრიბუციის განმახორციელებელ კომპანიებთან. სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავდა სატრანსპორტო საცობების განტვირთვისთვის სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის გრაფიკის და სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავებას. პროცესში აქტიურად მონაწილეობდა  საქართველოს ბიზნესის ასოციაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.  ჩართვის შესაძლებლობა მიეცა ასევე 240-ზე მეტ კომპანიას.



საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ  ინფორმაციას არ ადასტურებენ
access_time2019-12-07 20:32:24
საპენსიო სააგენტოში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას. როგორც კომერსანტს უწყებაში განუცხადეს,  საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. კურიერის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ...

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ
access_time2019-12-07 20:00:18
  აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,   ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.   ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე...

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...


მსგავსი სიახლეები

up