15 მაისიდან, ავიაკომპანია Air Astana ალმატი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
„რეისები კვირაში სამჯერ, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.