15 ივნისიდან 29 ქვეყნიდან ტურისტები საბერძნეთში გამგზავრებას შეძლებენ. ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობაში განაცხადეს.
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეები საბერძნეთში გამგზავრებას შეძლებენ, შემდეგია: გერმანია, ავსტრია, დანია, ნორვეგია, კვიპროსი, ისრაელი, შვეიცარია, იაპონია, მალტა, ბულგარეთი, ჩინეთი, ხორვატია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, ესტონია, ლატვია, ლიბანი, ლიეტუვა, უნგრეთი, სამხრეთ კორეა, სერბეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და ფინეთი.
ქვეყანაში ჩასვლისთანავე ტურისტები შერჩევითი პრინციპით შემოწმებას გაივლიან. საბერძნეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ 1-ელ ივლისამდე აღნიშნული სია კიდევ განახლდება.
imedinews.ge