15 ივნისიდან ამოქმედდება ავტომობილების საბაჟო საწყობების საქმიანობის შემსუბუქებული სანებართვო პირობები და აღრიცხვის გამარტივებული პროცედურები

15 ივნისიდან ამოქმედდება ავტომობილების საბაჟო საწყობების საქმიანობის შემსუბუქებული სანებართვო პირობები და აღრიცხვის გამარტივებული პროცედურები

access_time2021-06-04 14:30:00

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ გლობალური პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, 2021 წლის 15 ივნისიდან მსუბუქდება სატრანსპორტო საშუალებების განთავსებისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობების საქმიანობის სანებართვო პირობები და მარტივდება სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში შეტანის, აღრიცხვისა და საბაჟო საწყობიდან გატანის პროცედურები. ინფორმაციას შემოსავლეის სამსახური ავრცელებს.


„კერძოდ:


• გაიმპორტირებული სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში შენახვის ვადა, რაც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია არა უმეტეს 3-თვიანი პერიოდით, იზრდება 12 თვემდე. შესაბამისად, საბაჟო საწყობებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების განსათავსებელ ადგილებზე შესაძლებელი იქნება, რომ ერთ სივრცეში (შერეულად) განთავსდეს როგორც გაიმპორტებული, ისევე უცხოური ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც საბაჟო საწყობში წარდგენილ იქნება გაფორმების ვადაში ან რომლებზეც ამოწურულია გაფორმების ვადა);


• სატრანსპორტო საშუალებების შენახვისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობების საქმიანობის ნებართვის მქონე პირების მიერ, ვიდეომეთვალყურეობის წარმოება სავალდებულო იქნება მხოლოდ საბაჟო საწყობის შესასვლელსა და გასასვლელში (გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის ვალდებულება აღარ გავრცელდება სატრანსპორტო საშუალებების შენახვისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობების დათვალიერებისა და გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილებზე);



• ავტომობილების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საბაჟო საწყობიდან არაუმეტეს 48 საათით გატანის შეზღუდვა და ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის სავალდებულო შევსების პირობა აღარ გავრცელდება იმ ავტომობილებზე, რომელთა მიმართაც არ არის ამოწურული გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა;


დეტალური ინფორმაცია კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:


https://matsne.gov.ge/ka/document/view/5180796?publication=0


https://matsne.gov.ge/ka/document/view/5167411?publication=0


აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული ცვლილებები ავტოიმპორტიორი კომპანიების ინტერესების გათვალისწინებითა და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით განხორციელდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანმშრომლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ავტოიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან და ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან დადგენილებაში შესული ცვლილებების შესახებ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up