მომავალ კვირას ბრიტანეთის პარლამენტში ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის თაობაზე ლონდონსა და ბრიუსელს შორის შეთანხმების პროექტის განხილვა დაიწყება - იტყობინება ტელეარხი Sky News.
სავარაუდოდ, საბოლოო კენჭისყრა შედგება 15 იანვარს, თანაც, შეთანხმების პროექტი მიღებული უნდა იყოს დღევანდელი ფორმით, რადგანაც ევროკავშირის ხელმძღვანელობა გამორიცხავს ყოველგვარი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას.
BBC-ს ცნობით, ამჯერად კენჭისყრა არ გადაიდება, როგორც ეს მოხვდა 11 დეკემბერს - გადაწყვეტილება იქნება მიღებული მაშინაც კი, თუ დეპუტატები არ მიიღებენ წარდგენილ პროექტს.
კენჭისყრა ამ საკითხზე უნდა შემდგარიყო ჯერ კიდევ 11 დეკემბერს, თუმცა, პარლამენტში არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გადაწყვეტილებით, განხილვა გადაიდო.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საბოლოო ვადის მოახლოებასთან ერთად, ლონდონი სულ უფრო აქტიურად ემზადება ნეგატიური სცენარისთვის, რომელიც გულისხმობს ბრექსიტს ბრიუსელთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე.
ეს არასასურველი ვარიანტია ბრიტანეთისთვის, რომელიც ცდილობს ისე გავიდეს ევროკავშირიდან, რომ შეინარჩუნოს ეკონომიკური შეღავათების დიდი ნაწილი, თუმცა, ამ პოზიციას არ იზიარებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები - სწორედ ამიტომაა მათ მიერ შემოთავაზებული პროექტი მიუღებელი ბრიტანელი პარლამენტარების უმრავლესობისთვის.
ასეთი ტიპის გადაწყვეტილება გამოიწვევს ბევრს სირთულეს სხვადასხვა დარგში და ამის გათვალისწინებით, სახელმწიფო სტრუქტურებმა უკვე დაიწყეს შესაბამისი მზადება.
BBC